ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო


უნგრელი ქალები საარჩევნო უბანზე ტრადიციულ კოსტიუმებში. 3 აპრილი, 2022 წ.
უნგრელი ქალები საარჩევნო უბანზე ტრადიციულ კოსტიუმებში. 3 აპრილი, 2022 წ.

საარჩევნო უბნები უნგრეთში დღეს დილიდან გაიხსნა, უნგრელები ქვეყნის ახალ პარლამენტს ირჩევენ. ცენტრალური ევროპის ქვეყანაში ამომრჩევლებს ახლა ორი არჩევანი აქვთ: მათ ხმა ან ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მისცენ, ან - პროდასავლურ ოპოზიციურ კოალიციას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი (წინ, მარჯვნივ) ხმის მიცემის შემდეგ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი (წინ, მარჯვნივ) ხმის მიცემის შემდეგ.

გამარჯვების შემთხვევაში, ვიქტორ ორბანი პრემიერის პოსტს უკვე მეოთხე ვადით დაიკავებს. ის უნგრეთს სათავეში 2010 წლიდან უდგას.

ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვები მხარეებს შორის მჭიდრო კონკურენციას აჩვენებს. ვიქტორ ორბანს ძალზე მცირე უპირატესობა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამარჯვებულის ვინაობას დღეს ამომრჩეველთა ის ნაწილი გადაწყვეტს, ვინც არცერთი პარტიის მხარეს არაა და არჩევანს ბოლო მომენტში გააკეთებს.

ოპოზიციის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე - პიტერ მარკი-ზეი საარჩევნო უბანზე.
ოპოზიციის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე - პიტერ მარკი-ზეი საარჩევნო უბანზე.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატია პიტერ მარკი-ზეი. ის პირობას დებს, რომ მოსპობს კორუფციას მთავრობაში, გაზრდის უნგრელთა ცხოვრების დონის სტანდარტს, რისთვისაც ის უკეთ დააფინანსებს ქვეყნის ჯანდაცვის და განათლების სისტემას.

უნგრეთის ოპოზიციურ კოალიციაში 6 პარტია გაერთიანდა. კოალიციის სახელია: ერთად უნგრეთისთვის. ოპოზიცია უნგრელებს მოუწოდებს, ხმა მისცენ ახალ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც პლურალისტურ მმართველობაზე და დასავლურ ალიანსებთან - ევროპის კავშირთან და ნატოსთან - გაუმჯობესებულ ურთიერთობაზე იქნება დაფუძნებული.

XS
SM
MD
LG