ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს პოლიტიკა ლიბიის მიმართ


ამერიკის შეერებული შტატები ლიბიასთან დაკავშირებით სამი მიმართულებით ავითარებს პოლიტიკას. პირველი, ეს არის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა უნუგეშოდ დარჩენილი მოსახლეობისათვის, მეორე მიზანია მუამარ კადაფიზე ზეწოლა და მისი იზოლირება სანქციებისა და სხვა ზომების გატარებით და მესამე, პოლიტიკური ცვლილებების გატარების მიზნით ლიბიელების ძალისხმევის მხარდაჭერა მათივე მისწრაფებების სარეალიზაციოდ

ამერიკის მხრიდან დახმარებას საერთაშორისო განვითარების სააგენტო კურირებს.

ამ ორგანიზაციის ერთერთმა ხელმძღვანელმა მარკ უარდმა, რომელიც დემოკრატიის, კონფლიქტისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ ლიბიის ქალაქებში შექმნილი ჰუმანიტარული მდგოამროება- განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთში, მძიმეა.

დღემდე, ამერიკამ 47 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების პირობა დადო ლიბიისთვს.

აქედან, 27 მილიონი ლიბიის ეგვიპტესა და ტუნისთან მდებარე საზღვრებზე სიტუაციის ლოკალიზებას ხმარდება, რაც მიგრანტებისა და ლიბიიდან დევნილი ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს.

ამერიკის დახმარების დიდი ნაწილი კი ევაკუაციას ხმარდება, კერძოდ კი იმ საჰაერო რეისებს, რომელთა საშუალებით მესამე ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტი მუშები შინ დაბრუნდნენ.

ფულადი სახსრები უკვე გამოიყო სურსათის უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი რამ გახდა საჭირო და ამ ძალისხმევის კორდინაციას მსოფლიო სასურსათო პროგრამა გასწევს. ამ წუთებამდე, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ლიბიასა და მის მეზობელ ქვეყნებს თერთმეტი ათასი ტონა საკვები პროდუქცია გამოუყო.

ამ ფონზე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასევე მნიშვნელოვან სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს. ქვეყნის აღმოსავლეთში, სამედიცინო დახმარების ნივთების მარაგი საკმარისია, თუმცაღა იქ მაინც შეინიშნება სამედიცინო პერსონალის სიმცირე, რადგანაც მედპერსონალის უმეტესობა ლიბიაში სხვა ქვეყნებიდან იყო ჩასული და ახლა ისინი იქ ლიბიის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები ლიბიაში სამედიცინო კადრების შეყვანას ცდილობენ რათა ისინი სამედიცინო ობიექტებში დაასაქმონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ლიბიაშ უკვე ჩამოაყალიბა სამედიცინო ტრეინინგ ცენტრი.

ამერიკა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, ლიბიისთვის გაგრძელდება ჰუმანიტარული დახამრების მიწოდება. ამ ფონზე ამერიკა ასევე მხარს უჭერს ლიბიელი ხალხის ძალისხმევას პოლიტიკური რეფორმის მიღწევის მიზნით.

XS
SM
MD
LG