მაისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესს 2011 წლის ადამიანის უფლებების ანგარიში გაუგზავნა, რომელიც უკანასკნელი ოთხი ათწლეულის მანძილზე სახელმწიფო მდივნის მიერ კონგრესს ყოველწლიურად ეგზავნება.
კლინტონის განცხადებით, „ეს ანგარიშები წარმოადგენს სანდო ინფორმაციას კანონმდებლებისთვი, მკვლევარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და აქტივისტებისთვის. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ისინი შეფასებული ქვეყნების მთავრობებისთვისაც ერთგვარი ბერკეტია. ყოველთვის მაკვირვებდა ის, რომ ბევრი ქვეყნის მთავრობა არ ცდილობს საკუთარი მოსახლეობის სრული პოტენციალის გამოყენებას. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი მთავრობის ლიდერები ამ ანგარიშებს კითხულობენ და საკუთარ თავს ეკითხებიან თუ როგორ შეედარონ სხვებს და რა უნდა გააკეთონ დღეს, ხვალ ან ერთი წლის შემდეგ იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ.“
სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და დასაქმების სფეროში მაიკლ პოზნერის განცხადებით, წელს ანგარიშმა 199 ქვეყანა და რამდენიმე ტერიტორია შეაფასა. პოზნერის თქმით, ანგარიშზე მთელი წელი ასობით ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ატარებდნენ კვლევას, არედაქტირებდნენ და აწარმოებდნენ ყველა ფაქტის გადამოწმების პროცესს. ეს ანგარიში ზუსტი და ობიექტურია.
მისივე განცხადებით, ანგარიშში არ შედის შეერთებული შტატების შეფასება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამერიკაში ადამიანის უფლებების შესამოწმებლად სხვა მექანიზმებს ვიყენებთ. ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარების ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვუგზავნით და ვაკეთებთ განცხადებას იმაზე თუ როგორ ვცდილობთ შიდა ვითარების გამოსწორებას.
ასევე ვაგზავნით პერიოდულ ანგარიშებს გაეროს კომიტეტში წამებისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ჩვენ ლიდერობას მაგალითის მიცემის საფუძველზე ვცდილობთ.