ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა


გაერო ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. გაერო ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს, ადამიანის უფლებების დაცვაზე საერთაშორისო ყურადღების გასამახვილებლად და არსებული პრობლემების გამოსაკვეთად.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, საქართველოში ამერიკის, ევროკავშირის, საფრანგეთის დანიისა და სხვა რამდენიმე საელჩომ ღონისძიებები გამართეს ქვეყანაში მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და შრომითი უფლებების დასაცავად.

ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე მოთავსებული განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და თანადგომას უცხადებს ყველა მოქალაქეს, აქტივისტს და მთავრობას, რომელთა მიზანიც ადამიანის უფლებების დაცვაა.
XS
SM
MD
LG