ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს უოჩი” 2022 წლის საქართველოს შესახებ


"ჰიუმან რაითს ვოჩმა" ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩმა”“ და 2022 წლის მდგომარეობით არსებული ვითარების შესახებ დასკვნები წარმოადგინა. ხაზგასმულ საკითხებს შორის აღმოჩნდა მედიის მდგომარეობა, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების არასათანადო გამოძიების საკითხი, შრომითი უფლებების თემა, სექსუალური უმცირესობების მიმართ არსებული დარღვევები, ქალთა უფლებები... საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის ანგარიშში დასკვნის სახით წარმოადგინა იმ ძალისხმევის შესახებ, რაც საერთაშორისო აქტორებმა იტვირთეს და სადაც, უმეტესწილად, მითითებულია დემოკრატიის ტრაექტორიასთან დაკავშირებულ შეშფოთებებზე საქართველოში.

„ჰუმან რაითს უოჩის” ანგარიშს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან. „ამერიკის ხმასთან“ „ქართული ოცნებიდან" განაცხადეს, რომ კომენტარის მიღება ვერ მოხერხდება, რადგან გუნდი სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზეა გადართული და კომენტარისთვის ვერ მოიცლის.

ანგარიშში, რიგითობის მიხედვით, პირველ ადგილზეა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიების თავი, რომელიც იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. ნათქვამია, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილება. „ჰუმან რაითს უოჩის“ მიხედვით, ის დაკავშირებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონიერების საკითხთან დაკავშირებულ გამოძიებასთან.

„ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელსაც, ფაქტობრივად, ერთ დღეში გამქრალი უწყება შერჩა ხელში. დღეს იგი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „კანონის უზენაესობის ცენტრი“.

ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მოჰყვა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ანგარიშში კითხვის ნიშნებია იმ უწყებების მიმართ, რომლითაც „ჩანაცვლდა“ „სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახური“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულია ფარული მოსმენების შესახებ კანონის მიღების თაობაზე. ეს კანონი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფოს ხელშია უკანონო მიყურადდების ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერებული ბერკეტი, არამედ იმასაც, რომ ამ ბერკეტის თაობაზე მოქალაქისთვის ცნობილი არასდროს გახდება, ახალი კანონის მიხედვით“- გვეუბნება ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი.

მას მხედველობაში აქვს „დეტალი“, რომელიც „დემოკრატიისთვის სრულიად ძირგამომთხრელია“. მაგალითისთვის, თუ აქამდე, სახელმწიფო, ფარული მიყურადების შემთხვევაში, ვალდებული იყო, ამის თაობაზე მოქალაქისთვის ეცნობებინა, მიყურადების შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში, ახლა ამ ვალდებულებას საერთოდ აქრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე, თუ, ის იქნება ფარული მიყურადების ობიექტი, ამას ვერასდროს გაიგებს - ვერც მიყურადების შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, მას არ ექნება შესაძლებლობა გაასაჩივროს ფარული მიყურადების თაობაზე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ეს კანონი უარყოფითად უნდა შეეფასებინა, თუმცა მან ტაში დაუკრა ამ კანონის მიღებას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ეს, ახლადშექმნილი უწყება დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს,“- გვეუბნება ლონდა თოლორაია.

„ამერიკის ხმასთან“ მედიის თავისუფლების საკითხზე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ისაუბრა. „ჰუმან რაითს უოჩმა” ასახა ის პრობლემები, რაც 2022 წელს ამ თვალსაზრისით დაფიქსირდა. ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ სირთულე იმაზე მეტია, ვიდრე ეს ამ ერთ კონკრეტულ ანგარიშშია ჩატეული. ეს მოიცავს ჟურნალისტების დევნას, დაპატიმრებას და არა მხოლოდ ცალკეული ჟურნალისტების ან მედიამენეჯერების მიმართ ანგარიშსწორებას, არამედ მთლიანობაში, თავისუფალი მედიის შეზღუდვას, რაც გამოხატულია ფინანსური წნეხის გაძლიერებით, სხვადასხვა მიმართულებით. ხშირად, ეს ფინანსური წნეხი შეფუთულია კანონიერების გარსით.

„ხელისუფლების გამოხმაურებები, მედიის ნაწილთან დაკავშირებით, არ მომისმენია, თუმცა, წარმომიდგენია, ისინი როგორი შეიძლება იყოს. ალბათ, ისევ შეადარებენ ამ ყველაფერს სისხლიან ცხრა წელს. ეს ის ტაქტიკაა, რაც მუდმივად გააჩნია ხელისუფლებას. მეც კრიტიკული ვარ ამ ანგარიშის მიმართ. მედიაში კიდევ უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე აქ წერია. ვსაუბრობთ დაპატიმრებებზე, რომელიც იყო ნიშანი ყველა სხვა მედია მენეჯერისთვის და სხვა. მედიაში დღეს სერიოზული კრზისია და ალბათ, კიდევ უფრო დამძიმდება ეს ყველაფერი 2023 წელს. ხელისუფლება თუ არ გაუსწორებს თვალს ამ ყველა სირთულეს, მოუბრუნდება, როგორც ბუმერანგი. თუ მათ სურთ არა მხოლოდ ოპოზიციური მედიის, არამედ, ზოგადად, მედიის ჩამოშლა, ეს მიზანი შესრულებული იქნება, სამწუხაროდ“,- გვეუბნება ნათია კუპრაშვილი.

„ეს ორგანიზაცია ძალიან ავტორიტეტულია და მისი ანგარიშები ძალიან საყურადღებო, ამიტომ თქმა, რომ ის რიგითი ანგარიშია და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, არის ძალიან ცუდი. პირველ რიგში, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყურადღება მიაქციოს და საკანონმდებლო, თუ პრაქტიკის დონეზე, არსებული ხარვეზები გამოსწორდეს,“- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ნონა ქურდოვანიძე, საიას ხელმძღვანელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00

„ამერიკის ხმასთან“ “საიას”ხელმძღვანელი თითქმის ყველა იმ საკითხს შეეხო, რაც ანგარიშმა ასახა. შრომის უფლება, ფემიციდი და ქალთა მკვლელობი, რაც არაერთგზის დაფიქსირდა გასულ წელს. „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 13 მოკლული ქალისა და 11 ქალის მკვლელობის ფაქტის შესახებაა „ამ ყველაფრის მოგვარება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ხარვეზები იკვეთება გამოძიების მიმართულებით. არასაკმარისია პრევენციული ღონისძიებები და ისინი, ზოგადად, ძალიან სუსტად გამოიყურება. სახელმწიფო უმოქმედო იყო ამ ტიპის დანაშაულის კონტექსტში. ასევე, ლგბტ ჯგუფი საქართველოში დღემდე რჩება ჯგუფად, რომელთა უფლებები ირღვევა. წინასწარ დაანონსებული ძალადობის პრევენციაც ვერ მოახდინა სახელმწიფომ,“- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე.

საიას ადვოკატირებას უწევს ჟურნალისტების სახელით სტრასბურგში გაგზავნილ საქმეს, რაც 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. მასში აქცენტი სწორედ დროს გამოძიების არაეფექტინობაზეა გაკეთებული.

„ჰუმან რაითს უოჩი” ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს და ასახავს მსოფლიოს ქვეყნების მდგომარეობას სხვადასხვა უფლებრივი ვითარების ჭრილში.

XS
SM
MD
LG