ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ჩინეთის პრეზიდენტს ელიან


აშშ-ში ჩინეთის პრეზიდენტს ელიან
აშშ-ში ჩინეთის პრეზიდენტს ელიან

ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო შეერთებული შტატებისკენ მოემართება. დღეს საღამოს ის თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან არაოფიცლიალურ ვახშამზეა მიწვეული, ხოლო ხვალიდან კი მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყება. ხვალ საღამოს პრეზიდენტებს შორის მორიგი ვახშამი გაიმართება, რომელიც სახელმწიფოთაშორის ვახშმად არის ცნობილი და უცხოელი ლიდერებისთვის შეთავაზებულ უმაღლეს პატივს წარმოადგენს.

ვაშინგტონის შემდეგ ბატონი ჰუ ამერიკის სიდიდით მესამე ქალაქ, ჩიკაგოს ეწვევა და იქაურ ბიზნესს-წრეებთან გამართავს შეხდედრებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჰონგ ლიის თქმით

"პრეზიდენტი ჰუ იმედოვნებს, რომ ამერიკაში ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთ ნდობა და სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდება."

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჩინეთში სტეპელტონ როი ამბობს, რომ ჰუს ვიზიტი დროული და მნიშვნელოვანია:

„ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ურთიერთობას ისეთ ლიდერთან ვაგრძლებთ, რომელსაც რევოლუციონერული მსოფლმზედველობა არ აქვს, როგორიც მაგალითად მაოს ჰქონდა, მაგრამ ის ჩინეთში ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერია.“

ჩინეთმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებთან 600 მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტები უკვე დაიდო ამ კვირაში. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ორ ქვეყანას შორის წლიური ვაჭრობა 200 მილიარდს აღემატება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დახურულ კარს მიღმა მხარეებს შორკი მწვავე დებატები გაიმართება ეკონომიკური განსხვავებების თაობაზე.

ამერიკის კონგრესი ჩინეთს ეროვნული ვალუტის ხელოვნურ გაუფასურებაში ადანაშაულებს და ჩინეთის მთავრობისგან სავალუტო პოლიტიკის შეცვლას ითხოვს.

XS
SM
MD
LG