ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასში ქიმიკატების ქარხანა მესამე დღეა იწვის


ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის გარეუბანში, "შელის" ქიმიკატების ქარხანაში მესამე დღეა ხანძარი მძინვარებს.

ხანძარი პარასკევს, შუადღისას ოლეფინის განყოფილებაში აფეთქების შედეგად გაჩნდა. ოლეფინი გამოიყენება პლასტმასის და რეზინის დასამზადებლად.

შაბათს დილით, ხანძარი რამდენიმე საათის განმავლობაში ლიკვიდირებული იყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი კურტის სმიტის განცხადებით, ის მალევე ისევ გაჩაღდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცხრა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, ქიმიკატების შესაძლო გავლენის გამო და ისინი მალევე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

ცეცხლზე წყალს ასხამენ, რათა ის კონტროლის ქვეშ იყოს, სანამ ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ქარხანაში მუშავდებოდა, არ დაიწვება, თქვა სმიტმა.

მან აღნიშნა, რომ მეზობელ დასახლებებში საჰაერო მონიტორინგს ხანძრის შედეგად "ქიმიური ნივთიერებების მავნე დონეები არ აღმოუჩენია".

ჯენიფერ ჰადაიამ, ორგანიზაცია „ჰიუსტონის საჰაერო ალიანსი“ დირექტორმა, თქვა რომ „შელის“ განცხადებები, კომპანიის მიზნებს ემსახურება და არა „საზოგადოებრივ ჯანდაცვას“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG