ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

HRW: ხორვატია არ უნდა გახდეს შენგენის ზონის წევრი


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ პარასკევს განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ევროპული კომისიის შეფასებას, რომ ხორვატია მზადაა შეუერთდეს ევროკავშირის „შენგენის ზონას“.

"ჰუმან რაითს ვოჩმა" თქვა, რომ კომისიის შეფასება აიგნორებს, რომ ხორვატია „ძალადობრივად გაუსწორდა მიგრანტებს მის საზღვრებზე“.

ჰუმან რაითს ვოჩის აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის მკვლევარმა, ლიდია გალმა განაცხადა, რომ „ხორვატიის მიერ, თავშესაფრის მაძიებლების და მიგრანტების უკანანონო და ძალადობრივი დაბრუნება" უნდა იყო შენგენის ზონაში შესვლის დისკვალიფიკაციის მიზეზი“.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მიუხედავად ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებისა, რომ გამოიძიებდა პოლიციის გადაცდომებს, მინისტრს მათთვის არ უთქვამს, თუ რამდენი საჩივარი მიიღეს მიგრანტებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG