ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მძიმე ავადმყოფებისთვის სპეციალური სამსახური მუშაობს


ჰოსპისი მომაკვდავ პაციენტებს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით უზრუნველყოფს

ფეი და ვეინ პეინებმა ლამაზი და მდიდრული ცხოვრება გაატარეს. თუმცა მათ უზრუნველ ყოფა მაშინ დასრულდა, როდესაც ფეის ფილტვის კიბო დაუდგინდა.

70 წლის ფეი აგრესიული თერაპიის კურსის შემდეგ ძალზე დასუსტდა:

„რადიაცია და ქიმია გამიკეთეს, თუმცა ტესტმა აჩვენა, რომ კიბოს უჯრედები ორგანიზმში მაინც გავრცელდა. მაშინ გავდავწყვიტე მკურნალობაზე უარი მეთქვა.“

ექიმებთან და ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ, ფეიმ ჰოსპისისის დახმარება მოითხოვა.

სოციალური მუშაკი რობინ ჯონსონი ჰოსპისის წარმომადგენელია. ის ფეისთან სახლში ყოველდღე დადის:

„ექთანი პაციენტზე სამედიცინო თვალსაზრისით ზრუნავს, მე კი ავადმყოფს ფსიქოლოგიურად და სულიერად ვეხმარები.“

„მათ მიმაჩვიეს აზრს, რომ სიკვდილი ახლოსაა. ამისთვის მამზადებენ და მეც არაფრის მეშინია,"- ამბობს ფეი.

ფეის მეუღლის თქმით, ჰოსპისი მთელ მათ ოჯახს უწევს დახმარებას:

„ისინი ფეის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამუდმებით ამოწმებენ, ასმევენ წამლებს. ასე რომ ჰოსპისმა ორივეს შეგვიმსუბუქა ცხოვრება.“

მელისა მილსი ჰოსპისის პაციენტთა მომსახურების დირექტორის ასისტენტია. მისი თქმით, ჰოსპისის სამსახური ვირჯინიის შტატში რამდენიმე ოლქზე ვრცელდება:

„ჩვენ საერთო მისია გვაქვს. ვცდილობთ მომაკვდავი ადამიანები უკანასკნელ გზაზე მშვიდად და უდრტვინველად გავაცილოთ.“

სამოცდათოთხმეტი წლის ჯიმ საიკსი ჰოსპისის მომსახურებით კმაყოფილია. ორი წლის წინ კისრის და თავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შვიდი თვეა მასზე ჰოსპისის თანამშრომლები ზრუნავენ:

„ვურჩევნ ყველას, ვისაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ჰოსპისს მიმართოს.“

ჯიმთან სახლში სოციალური მუშაკი ლიზა სტონი კვირაში ორჯერ დადის:

„ვიზიტის დროს მე და ჯიმი ვსაუბრობთ . მას ძველი ფოტო ალბომი აქვს და ფოტოების საშუალებით ერთგვარ თერაპიას გავდივართ.“

ერიკ ლინდერი 2009 წლიდანა ჰოსპისის მოხალისეა და საკუთარ გამოცდილებაზე წერს. ერიკის აზრით, ჰოსპისი მომაკვდავ ადამიანებს ზუსტად იმ დახმარებას უწევს, რაც ამერიკულ კულტურას აკლია.

„ბევრგან მიმოგზაურია: ჩინეთში, აფრიკაში და კიდევ ბევრ ქვეყანაში. იქ მოხუცებზე ოჯახის წევრები ზრუნავენ. ამერიკაში რატომღაც ეს ტრადიცია არ არსებობს. ჰოსპისი ცდილობს ეს როლი საკუთარ თავზე აიღოს.“

ჰოსპისი ფეის და მსგავს პაციენტებს სიცოცხლის დარჩენილ პერიოდს უმუსბუქებს. ფეი ამბობს, რომ იგი მზადაა იმისთვის, რომ სიკვდილს მშვიდად შეხვდეს.

„ 1942 წლის ივლისში დავიბადე, მამა კი აპრილში დამეღუპა. მინდა მას შევხვდე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიკვდილის აღარ მეშინია და არც რაიმე სინანული მაქვს.“
XS
SM
MD
LG