ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაციები ჰონგ კონგის ქუჩებში


მოსახლეობა ქალაქის მერის გადადგომას ითხოვს

ათასობით ადამიანი ჰონგ კონგის ქუჩებში დემონსტრაციებს მართავს. მოსახლეობა ქალაქის მერის გადადგომას ითხოვს. დემონსტრანტები პეკინს კანონის შეცვლას სთხოვენ იმისთვის, რომ ქალქის მოსახლეობამ თავად აირჩიოს საკუთარი მერი და ის კომუნისტური პრატის მიერ დანიშნული ადამიანი არ იყოს.
ახალი წლის პირველ დღეს ჰონგს კონგის ქუჩენში 17 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა მერი ლიუნგ ჩუნ ინგის გადადგომის მოთხოვნით.
ლიუნგი ქალაქის მმართველად ივლისში დაინიშნა. მის სახელთან დაკავშირებით სკნადალი მას შემდეგ ატყდა, რაც გავრცელდა ინფორმაციარ, აზიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქში მერი არაკანონიერად იშენებდა სახლებს. ჰონგ კონგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, რის გამოც იქ მიწის ნაკვეთებზე ფასი ძალიან მაღალია.
XS
SM
MD
LG