ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსახლკაროთა გაზეთი


უსახლკაროთა გაზეთი
უსახლკაროთა გაზეთი

„ქუჩის შეგრძნება“ - ასე ჰქვია ყოველკვირეულ გაზეთს, რომელიც ამერიკაში სპეციალურად უსახლკაროებისთვის გამოდის. პერიოდული გამოცემის თითქმის ნახევარი თავად უსახლკაროთა ლექსებს და მოთხრობებს ეთმობა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მეხნაზ სამიმი მოგვითხრობს:

გაზეთის ოფისი ქალაქ ვაშინგტონის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის შენობაშია განთავსებული. თვითეული მისი გამოცემა ძირითადად იმ ადამიანთა ფიქრს და ნააზრევს ეთმობა, რომლებიც ქუჩას საკუთარ სახლს უწოდებენ.

„ქუჩის შეგრძნება“ ყოველ ოთხშაბათს გამოდის ვაშინგტონის ქუჩებში და მის ბინადარ უსახლკაროთა ხმები ექოსავით წვდება ქალაქის ყველა კუთხეს.

გაზეთის ტირაჟი საშუალოდ 14 ათასია. აქედან დაახლოებით 10 ათასი ორი კვირის განმავლობაში იყიდება. „ქუჩის შეგრძნების“ პირველ ორ გვერდში მასალებს გაზეთის რედაქტორები, სტუდენტი-ინტერნები და მოხალისეები აქვეყნებენ. დანარჩენ გვერდებზე კი იხილავთ თავად უსახლკაროთა ლექსებს, მოთხრობებს და ჩანახატებს. გაზეთში ხელფასს მხოლოდ ორი თანამშრომელი იღებს.

მერი ოტო „ქუჩის შეგრძნების“ რედაქტორია. მანამდე ის „ვაშინგტონ პოსტში“ მუშაობდა, სადაც ერთხელ ჰარვარდის წლიური სტიპენდიაც კი მოიგო უსახლკაროთა შესახებ მასალების გამოქვეყნებისთვის.

„ზოგიერთი მათგანი უსახლკაროა რამდენიმე დღე, ზოგი კი - ცხოვრების უმეტესი ნაწილი“ -ამბობს ის.

ქალბატონი ოტო აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში მათ სხვადასხვა სახის ფსიქიური დაავადებები აღენიშნებათ და ამიტომ თავშესაფარში ადამიანებთან თანაცხოვრების უნარი არ შესწევთ. მათ ხშირად ეშინიათ სხვების, ან უცნაური ხმები ჩაესმით, რომლებიც აფრთხილებენ, არ მიეკარონ უცხო ადამიანებს.

გაზეთის რეალიზატორებიც ისევ უსახლკაროები არიან. მათ სპეციალური ტრეინინგის შემდეგ ათ გაზეთს აძლევენ გასაყიდად. ისინი 35 ცენტად ყიდულობენ გაზეთებს და მათ ერთ დოლარად ჰყიდიან.

ლიზა გილესპი, „ქუჩის შეგრძნების“ აღმასრულებელი რედაქტორი, აღნიშნავს, რომ გაზეთი დიდ როლს თამაშობს უსახლკაროთა ცხოვრებაში. მისი თქმით, მედია ზოგადად ნაკლებ ყურადღებას უთმობს უსახლკაროებს და ძირითადად მხოლოდ მაშინ აქვეყნებს მათზე მასალებს, როცა რაიმე სერიოზული საპროტესტო აქცია იმართება.

XS
SM
MD
LG