ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქეთი ჰოქული ნიუ-იორკის შტატის ახალი გუბერნატორია


ყოფილი გუბერნატორის ენდრიუ კუომოს გადადგომის შემდეგ, რაც გენერალური ინსპექტორის დასკვნის გამოქვეყნებას მოჰყვა, კუომოს მიერ ქალთა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, თანამდებობა პირველად შტატის ისტორიაში ქალმა დაიკავა. თავად კუომო ბრალდებებს უარყოფს.

ქეთი ჰოქული ცენტრისტი დემოკრატია და კუომოს ადმინისტრაციაში 2014 წლიდან გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა. აგვისტოს დასაწყისში, ის კუომოს გადადგომის მოთხოვნით გამოსულ არაერთ ლიდერს შეუერთდა და ყოფილი გუბერნატორის საქციელი "ამაზრზენად, უკანონოდ" მოიხსენია.

ახალი თანამდებობა ჰოქულს შტატის 20 მილიონ ადამიანზე ზრუნვას და 212 მილიარდი დოლარის განკარგვას ავალდებულებს.

  • ჰოქული პოსტს კუომოს ნაცვლად პოსტს მხოლოდ 2022 წლის დეკემბრამდე დაიკავებს, როცა ოფისში კუომო-ჰოქულის არჩევის მესამე ვადა ამოიწურება.
  • ის 62 წლისაა და ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე ჰოქული 2015 წლიდან, მე-6 წელია მსახურებს.
  • მას პოსტი კუომომ 2014 წელს შესთავაზა, როცა მაშინდელმა მოადგილემ რობერტ დაფიმ გამოაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ სურს. კუომო-ჰოქულმა არჩევნები ჯერ 2014 წელს, შემდეგ კი 2018 წელს მოიგეს.
ქეთი ჰოქული სიტყვით გამოდის კორნელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კემპუსზე
  • ჰოქული 1958 წელს ნიუ-იორკის შტატში, ქ. ბუფალოში დაიბადა, მშრომელთა კლასის წარმომადგენელთა ტიპიურ ოჯახში. 6 შვილს შორის მეორე იყო. მისი მეუღლეა იურისტი უილიამ ჰოქული, რომელიც 2010-2016 წლებში შტატის ერთ-ერთი უბნის გენერალური პროკურორი იყო. მათ 2 შვილი ჰყავთ.
  • ნიუ-იორკის ახალი გუბერნატორი პროფესიით იურისტია. მან 1980-ში დაამთავრა სირაკუზის უნივერსიტეტი და 1984 წელს - ვაშინგტონის კათოლიკური უნივერსიტეტი.
  • იურიდიული კარიერა ჰოქულმა ვაშინგტონის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში დაიწყო. პოლიტიკური კარიერა კი ნიუ-იორკის კონგრესმენ ჯონ ლაფოლსთან და შემდეგ სენატორ დენიელ მოინიჰანთან თანაშემწედ მუშაობის დროს გააგრძელა.
  • მის საკანონმდებლო წარმატებად ითვლება ჰოქულის დახმარებით შემუშავებული ორი რეფორმა: პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების და საემიგრაციო რეფორმების მიმართულებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG