ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი 2020 წელს პრეზიდენტობაზე კენჭს არ იყრის


ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი, რომელიც 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და რომელიც დონალდ ტრამპთან დამარცხდა, აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიღებს.

„მე კენჭს არ ვიყრი, მაგრამ მუშაობას, სიტყვით გამოსვლებს და ჩემი ღირებულებების დაცვას გავაგრძელებ,“ თქვა ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორიკის ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. ის, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, ის როგორი ამბებიც ხდება, მე ძალიან მაწუხებს,“ თქვა კლინტონმა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წელს მეორე ვადით ასარჩევად კენჭს იყრის. დემოკრატიული პარტიიდან უკვე რამდენიმე კანდიდატმა გამოთქვა სურვილი ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩაერთოს, მათ შორის, ხუთმა ქალმა.

სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელიც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა, უკვე განაცხადა, რომ 2020 წელს კვლავ იყრის კენჭს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG