დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი და ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ტერორიზმთან ეფექტური სტრატეგიისთვის შეერთებულ შტატებში ისლამური სახელმწიფოს რეკრუტირების გზები უნდა დაიბლოკოს, შემდეგ კი პოტენციურ ჯიჰადისტებს უცხოეთში ტრეინინგის, ამის მერე კი მათ აშშ-ში ჩამოსვლის საშუალება უნდა მოესპოთ.
ჰილარი კლინტონის ინიციატივაში შედის ამერიკელი სამართალდამცველების მხარდაჭერა და ამერიკის მუსლიმი თემის გაძლიერებაც, თემისა, რომელიც მისი თქმით, რადიკალიზმთან ბრძოლის ავანგარდშია.