ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დროებითი მაღაზიები" - ვაჭრობის ახალი ხერხი


ნიუ იორკში "ვაიარდ“ -ის მაღაზი სავსეაა მცირე და დიდი ზომის ელექტრონული მოწყობილობებით

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:50 0:00
ბმული

ლოს ანჯელესის გარეუბნის სავაჭრო ცენტრში, „გუგლის“ ზამთრის საოცრებების ლაბორატორიაში, სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ უკანასკნელ მაღალტექნოლოგიურ სათამაშოებს, რაშიც შედის „ნექსუს“ ტაბლეტი კომპიუტერები და „ქრომბუქი“ კომპიუტერები. მათ ეს შეუძლიათ იყიდონ ინტერნეტზე ან ჩვეულებრივ მაღაზიაში.

ისინი ნამდვილის მსგავს თოვლის გუნდებს ისვრიან, რაც მაღალი სისწრაფით არის ჩაწერილი და შემდეგ შენელებული მოძრაობით ჩნდება ეკრანზე. რამდენიმე ქალაქში ასე ცდილობენ „გუგლის“ საფირმო ნიშნის რეკლამირებას და უახლესი ტექნიკური მოწყობილობებისადმი ადამიანების ყურადღების მიპყრობას.

ლოს ანჯელესის გარეუბანში, ამ სანაპირო უბანში მოწყობილ „ინტელის“ მაღაზიაში მყიდველებს შეუძლიათ დიდ ეკრანზე უყურონ ამერიკულ ფეხბურთს, ითამაშონ უახლესი კომპიუტერული თამაშები ან გაეცნონ „ინტელის“ კომპონენტებით აწყობილ პორტატიულ კომპიუტერებს. სტუმრებიდან ერთ-ერთი პირველი იყო რება მეშულუმი.

ადრე არასდროს ვყოფილვარ ასეთ სახელდახელოდ დადგმულ მაღაზიაში, ნამდვილად საინტერესო იყო იმის ნახვა, როგორ გაჩნდა ეს მაღაზია უცბად, თითქოს არსაიდან.“

შონ ლუდიკი „ინტელიდან“ ამბობს, რომ მყიდველთან მისვლის ეს ხერხი, დროებითი „მაღაზიებით“ ლოს ანჯელესში, ჩიკაგოში და ნიუ იორკში ექპერიმენტია და მყიდველებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნაწარმი საცალო ვაჭრობის კიოსკში:

„ამის გახსნის პირველადი მიზანია ჩვენი ტექნოლოგიის წარმოჩენა. მოგეხსენებათ, ახლა შეძენის სეზონია, ადამიანებს სურთ საჩუქრების შეძენა. ამიტომ გვსურს, რომ ხალხი ჩვენს მაღაზიაში მოვიდეს, მიიღოს უშუალო განცდა ძალდაუტანებელ გარემოში, სადაც ფიზიკურად მოვა და გაეცნობა ჩვენს პროდუქციას და მომსახურებას.“

„ვაიარდ“ -ის მაღაზია ნიუ იორკში სავსეაა მცირე და დიდი ზომის ელექტრონული მოწყობილობებით. ეს სახელდახელო მაღაზია ჟურნალ „ვაიარდ“-ის თანამშრომლებმა გამართეს, თუმცა ეს უფრო საჩვენებელი დარბაზია ვიდრე მაღაზია. სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ლურჯი შუქის შხაპი ეგრეთ წოდებულ ფოტონურ საშხაპეში.

„ამან განტვირთვა მომანიჭა და ჩემს თავში ჩამაღრმავა, ამის შემდეგ თავი გაახალგაზრდავებულად ვიგრძენი.“ ამბობს სტუმარი ლექსა გოტლიბი.

მაღაზიის მენეჯერი ნოე ნორმანი ამბობს, რომ ყურადღებას იქცევენ შხაპის თავში ჩამონტაჟებული დინამიკები და ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებული საგნები. მისი თქმით, ეს საგნები ხანმოკლე გასაყიდი პერიოდით ხასიათდება.

„ხუთი წლის შემდეგ ეს საგნები უკვე მოძველებულად რომ გამოჩნდებიან, ნაწილობრივ ამაშიცაა ბევრი ამ პროდუქტის მომხიბვლელობა.“ ამბობს ნორმანი.

წინასაახალწლო დღეებში გამოფენილი ეს სათამაშოები და მოწყობილობები უახლესი საგნებია და ეს მაღალტექნოლოგიური კომპანიები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ საკუთარი პროდუქციის გაყიდვას.
XS
SM
MD
LG