რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ციმბირში დღეს შვეულმფრენი ჩამოვარდა. ავარიის შედეგად 7 მგზავრი დაიღუპა და ეკიპაჟის 3 წევრი მძიმედ დაშავდა.
მი-8 მარკის შვეულმფრენს დაჯდომისას ცეცხლი გაუჩნდა და ომსკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ ეტაპზე ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.