ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰითროუს აეროპორტი ფუნქციონირებას აგრძელებს


მიუხედავად კლიმატის ცვლილების აქტივისტთა მიერ, ტერიტორიის პარალიზების მცდელობისა, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი ამ წუთებში ფუნქციონირებას აგრძელებს. აქტივისტთა ჯგუფი, სახელწოდებით „ჰითროუს პაუზა“ გეგმავდა ავიარეისების შეჩერებას დრონების ამ ტერიტორიის სიახლოვეს გადაფრენით.

მიზანი მთავრობაზე ზეწოლა იყო, რათა ის უფრო მტკიცედ შეებრძოლოს და შეამციროს მავნე გამონაბოლქვი. თუმცა, სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ეს აქტივობა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც გარემოს დამცველმა აქტივისტებმა დრონები ვერ გაუშვეს და აეროპორტმა ჩვეულებრივ გააგრძელა მუშაობა.

აეროპორტმა უკვე გამოაცხადა, რომ მთავრობასთან ერთად მუშაობას გააგრძელებს რისკების შეფასების პროგრამაზე და მგზავრების გადაყვანის მისია უსაფრთხოდ განხორციელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG