ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის რესპუბლიკელთა ძალისხმევა წარუმატებლობას განიცდის


შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნის რესპუბლიკელთა ბოლო მცდელობა ორშაბათს ჩაიშალა, როდესაც კიდევ ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში , სენატის უმრავლესობის ლიდერის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

ორშაბათ საღამოს, სენატორებმა ჯერი მორანმა კანზასიდან და მაიკ ლიმ იუტადან, ცალ-ცალკე განცხადებები გააკეთეს, და თქვეს, რომ კანონპროექტი, საკმარისად შორს არ მიდის არსებული კანონის გაუქმების მიმართულებით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ძალისხმევით იქნა მიღებული და ამასთანავე, ღირებულების ზრდის გაკონტროლების მხრივაც არასაკმარისია.

სხვა რესპუბლიკელები სისტემის გარდაქმნის ძალისხმევას იმ შეშფოთების გამო დაუპირისპირდნენ, რომ მას მილიონობით ადამიანისთვის ჯანდაცვის დაზღვევის შეწყვეტის გამოწვევა, განსაკუთრებით კი, ხელმოკლე ამერიკელებისთვის არსებული, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემცირება შეეძლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG