ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ჯანდაცვის კანონპროექტის განახლებული ვერსია განიხილება


იმ რესპუბლიკელმა სენატორებმა, რომლებიც ამერიკის საყოველთაო ჯანდაცვის კანონის შეცვლას ცდილობენ, კანონპროექტში დამატებები შეიტანეს. განახლებული კანონპროექტი იმ შტატებს დამატებით ფულს სთავაზობს, რომელთა სენატორებიც ჯანდაცვის კანონს მხარს არ უჭერენ.

კანონპროექტის ახალი ვერსიით, არიზონას, კენტუკის და ალასკას გრანტების სახით დამატებითი დაფინანსება მიეწოდება.

სენატში რესპუბლიკელებს 52, დემოკრატებს კი 48 ხმა აქვს. კანონპროექტს ხმას არც ერთი დემოკრატი არ აძლევს. ორმა რესპუბლიკელმა - ჯონ მაკკეინმა და რენდ პოლმა - საჯაროდ განაცხადეს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG