ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანების სიცოცხლე გახანგრძლივდა


미

1990-დან 2012 წლამდე სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა 9 წლით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში აჩვენებს, რომ დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ყველაზე დიდი პროგრესს ჰქონდა ადგილი, სადაც
1990-დან 2012 წლამდე პერიოდში, სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა 9 წლით გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანმრთელობის სტატისტიკის და საინფორმაციო სისტემების დეპარტამენტის დირექტორი ტაის ბოერმა ამას იმით ხსნის, რომ მილენიუმის განვითარების, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ, საკითხებში დიდმა წარმატებებმა გაუმჯობესება განიცადეს.

„1990 წლის შემდეგ, ბავშვთა სიკვდილიანობა 47 პროცენტით, მშობიარეთა სიკვდილიანობა კი 45 პროცენტით შემცირდა. შიდსის , ტუბერკულოზის და მალარიის ახალმა შემთხვევებმა და მისგან გამოწვეულმა სიკვდილიანობამ მკვეთრად იკლო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ქვეყანა მილენიუმის განვითარების მიზნებს ვერ მიაღწევს... ასე, რომ ბევრად მეტი მუშაობაა საჭირო.“

2014 წლის მსოფლიო ჯანდაცვის სტატისტიკა 194 ქვეყანას მოიცავს. მონაცემები აჩვენებს, რომ მთელს მსოფლიოში ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული განსხვავება სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, კვლავ უცვლელი რჩება. მან თქვა, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირება, რამდენიმე ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მთავარ ფაქტორად იქცა.

იმ ქვეყნების პირველ ექვსეულში, სადაც ახალშობილთა გადარჩენის მოსალოდნელობამ ყველაზე მეტად მოიმატა, ლიბერია, ეთიოპია, მალდივები, კამბოჯა, ტიმორ-ლესტე და რუანდა არიან.

ანგარიშში ისლანდია დასახელდა ქვეყნად, სადაც მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია და 81 წელიწადზე ოდნავ მეტია. ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობაში პირველი ადგილი იაპონიას უკავია, სადაც 87 წლამდე ცოცხლობენ. ამ სკალის ფსკერზე კვლავ სუბ-საჰარის ქვეყნები აღმოჩნდნენ, სადაც კაცებიც და ქალებიც ჯერ კიდევ 55 წელიწადზე ნაკლებს ცოცხლობენ.

სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების წამყვანი მიზეზებია, გულის იშემიური დაავადებები, პნევმონია და ინსულტი, რასაც მოსდევს ნაადრევი მშობიარობით გამოწვეული გართულებები, დარეასთან დაკავშირებული დაავადებები და შიდსი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფრიკის 22 ქვეყანაში, ნაადრევი სიკვდილიანობის 70 პროცენტზე მეტის მთავარი მიზეზი ინფექციური დაავადებები და მასთან დაკავშირებული პირობებია.

იმავდროულად, 47 მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, არაგადამდები დაავადებები და სხეულის დაშავებები, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების 90 პროცენტის მიზეზი ხდება.

დოქტორმა ბოერმამ ამერიკის ხმას უთხრა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობის მტკიცე მმართველობა ხელს უწყობს ჯანმრთელობას და ჯანდაცვის მომსახურებას, შთამბეჭდავი პროგრესი იქნა მიღწეული.

„აქედან ერთი გაკვეთილი მივიღეთ, როცა არასტაბილური პოლიტიკური ვითარება მოგვარდება ხოლმე, ბევრი ქვეყნები გამოტოვებულის აღდგენას ძალიან მალე ახერხებენ. მაგალითად, ლიბერია, რომელსაც ამჟამად ყველაზე სწრაფი პროგრესი აქვს, რუანდა და ასევე კამბოჯა.“

დოქტორი ბოერმა აღნიშნავს, რომ ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა მშობიარობის კარგი პირობები, ოჯახის დაგეგმვა და აცრები, ყველაფერი ამ პროგრესს ეხმარება.
XS
SM
MD
LG