ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იწვევს გულის ინფარქტს ახალგაზრდა ქალებში?


ორი წლის წინ კიმბერლი პერაზოლი ბეჭის უკანა მხარეში საშინელ ტკივილს გრძნობდა და ადვილადაც იღლებოდა, თუმცა არასდროს უფიქრია რომ ეს გულის ინფარქტის ბრალი იყო:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ გულის შეტევა ოდესმე მექნებოდა.“

ქალბატონი პერაზილოს სიცოცხლის გადარჩენა კარდიოლოგმა ჯონ კანტომ შეძლო. მან პაციენტს დაავადების შესახებ საინფორმაციო ხასიათის ლექციები ჩაუტარა, სადაც მამაკაცებსა და ქალებს შორის მომხდარი გულის ინფარქტის მსგავსება-განსხვავებაზე ისაუბრა.

როდესაც კიმბერლი პარაზილოს ტკივილი გაუძლიერდა მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა; ექიმებს განუცხადა რომ იგი ტკივილს გულმკერდის არეში უფრო გრძნობდა ვიდრე უკანა ძვლის მხარეს:

„სასწრაფო დახმარების ექიმება, შემომხედეს და მითხრეს, შენ გულის შეტევა გაქვს.“

49 წლის პაციენტს ადრეული ასაკის გულის ინფარქტი დაუდგინდა. სულ ახლახანს ამერიკის მედიცინის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა რომ მამაკაცებზე 10-15 წლით უმცროსი ასაკის ქალებში გულის შეტევა უფრო ხშირია.

ფლორიდაში არსებული ვატსონის კლინიკის ექიმი კანტო ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც ასევე აღნიშნავს რომ პირველადი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოსული ახალგაზრდა ქალბატონები, გულის შეტევის დამახასიათებელ ტკივილს, გულ-მკერდის არეში განიცდიან, რომლესაც სუნთქვის უკმარისობაც ახლავს თან. ამ ქალების სიცოცხლის 15 პროცენტი სიკვდილიანობის მაღალი რისკით ხასიათდება. დოქტორი კანტო ამ განსხვავებას ასე ხსნის:

„ახალგზარდა ქალბატონებში წინა-კლიმაქსური მდგომარეობის დროს მათი ჰორმნების ფუნქცია ასაკოვანი ქალბატონების ჰორმონებისაგან განსხვავდება. ასევე დადასტურებულია რომ ამ ასაკის პაციენტებში მომხდარმა გულის შეტევამ შეიძლება გულის კედლის ეროზია განაპირობოს.“

ექიმი იმასაც დასძენს რომ კონტრაცეპტივების მომხმარებელი ქალბატონების სიცოცხლე გულის ინფრაქტის რისკის ჯგუფს უფრო განეკუთვნება. მათ ასევე შეიძლება სისხლის შედედება, ფილტვების ემბოლიზა და თრომბული არტერიის სპაზმა დაემართოთ.

პაციენტ პერაზილოს სიცოცხლის გადარჩენა გულის არტერიაში სტენტები ჩადგმით მოხერხდა.

ექიმები კი თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო იმისათვის რომ საბოლოოდ გაირკვას თუ რა იწვევს გულის ინფარქტს ახალგაზრდა ქალებში.

XS
SM
MD
LG