ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყალბი მედიკამენტები


Guinée: la vente illicite des médicaments inquiète les professionnels de la santé

მკვლევარებმა სპეციალური მოწყობილობა გამოიგონეს, რომელსაც, მათი მტკიცებით, ამ პრობლემის გადაჭრის უნარი შესწევს

აფრიკის ქვეყნებში რეცეპტით გაცემული მედიკამენტების თითქმის ნახევარი ყალბია. ექიმი ალექს დოდო, რომელის კონტინენტზე დიდი ხანია რაც პაციენტებს მკურნალობს, ამბობს, რომ განას ჯანდაცვის სისტემაში ეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ყველაზე რთული სიტუაცია ანტიბიოტიკების და მალარიის საწინააღმდეგო წამლების მიღების დროს იქმნება. ამ პრობლემის მასშტაბის გაზომვაც კი ძნელია, არათუ წარმოდგენა. შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება - აღნიშნავს ის.

ინდიანას შტატში მდებარე სენტმერის კოლეჯის მკვლევარებმა სპეციალური მოწყობილობა გამოიგონეს, რომელსაც, მათი მტკიცებით, ამ პრობლემის გადაჭრის უნარი შესწევს. სულ რამოდენიმე წუთში მას ნამდვილი და ყალბი წამლების გარჩევა შეუძლია.

„იღებ ტაბლეტს, რომელზეც ეჭვი გეპარება და ამ წითელ ხაზს გადაუსვამ, ისე, რომ მასზე ფხვიერი მასა იქ ოდნავ მაინც გადავიდეს. შემდეგ ფირფიტას ლურჯ ხაზამდე სუფთა წყალში ჩადებ. წყალი აიძულებს მედიკამენტს ვერტიკალურ მილებში სპეციალურ აგენტამდე ავიდეს, რომელიც მათ ფერს უცვლის და ამით მიხვდებით, ყალბია თუ არა“.

ელიზაბეტ ბაჯემა ტესტერის მუშაობის პრინციპს ხსნის, რომელიც მან დიანა ვეგა პანტოჯასთან ერთად, პროფესორ ტონი ბარტისის ხელმძღვანელობით შექმნა. მოწყობილობა არკვევს ნამდვილია თუ არა პანადოლი, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის სამკურნალო პრეპარატი, რომლის გაყალბება ძალიან ხშირია.

„იმიტირებული პანადოლი განვითარებად ქვეყნებში ისეთ მედიკამენტებშიც ხვდება, რომლებსაცც ანტიბიოტიკების, ანტირეტროვირუსული მედიკამენტების და ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებებისთვისაც ვიყენებთ“ - აღნიშნავს პროფესორი ბარტისი.

პატრიკ ლუკულაი ამერიკულ ორგანიზაცია „ფარმაკოპეაში“ მუშაობს, რომელიც მთელ მსოფლიოში წამლების და საკვები პროდუქტის ხარისხს და მის შემცველობას შეისწავლის.

ამ ყოველივემ გამოიწვია ის, რომ განვითარებად ქვეყნებში მალარიის, ტუბერკულოზის, შიდსის და მსგავსი პრობლემების კონტროლი და მოგვარების მცდელობა ხანგრძლივდება და რთულდება“ - ამბობს ის და დასძენს, რომ განვითარებად ქვეყნებში აფთიაქის თანამშრომლებს არ შესწევთ უნარი ნამდვილი წამალი ყალბისგან გაარჩიონ. ამჟამად მისი გუნდი კენიელ ფარმაკოლოგებთან მუშაობს.

პროფესორი ბარტისიც აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარება სწორედ აფთიაქებიდან უნდა დაიწყოს:

ახლა ჩვენი სამიზნე აფთიაქებია. სწორედ ისინი ყიდულობენ იმიტირებულ წამლებს და შემდეგ ყიდიან. მათ ფინანსური დაინტერესებაც აქვთ, ამიტომ აქედან უნდა დავიწყოთ“- აღნიშნავს სენტმერის კოლეჯის პროფესორი.

ბარტისის თქმით, ისინი კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებთანაც მუშაობენ, რათა მათი მოწყობილობის გამოყენება გაიოლდეს და მისი მოხმარება რიგითმა მოქალაქეებმაც შეძლონ.
XS
SM
MD
LG