ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰარი კონიკ ჯუნიორის კონცერტი ბროდვეიზე“


„ჰარი კონიკ ჯუნიორის კონცერტი ბროდვეიზე“
„ჰარი კონიკ ჯუნიორის კონცერტი ბროდვეიზე“

რამდენიმე დღის წინ ამერიკის მაშტაბით გაყიდვაში გამოვიდა ამერიკელი მომღერლის და კომპოზიტორის ჰარი კონიკ ჯუნიორს ახალი კრებული და DVD „ჰარი კონიკ ჯუნიორის კონცერტი ბროდვეიზე“

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კონიკ ჯუნიორი ახალ ორლეანში დაიბადა და გაიზარდა, მისი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული ნიუ იორკთან. 43 წლის მომღერალმა ბროდვეიზე ნილ საიმონის თეატრში 15 კონცერტი ანშლაგით ჩაატარა. რეპერტუარში ჰარი კონიკ ჯუნიორმა პოპულარულ სიმღერებთან ერთად ახალი ორლეანის ბლუზი , ჯაზი და ბუგი ვუგიც ჩართო.

ჰარი კონიკისთვის ეს არ ყოფილა პირველი გამოჩენა ბროდვეიზე. მისი დებიუტი 1990 წელს შედგა წარმოდგენა-კონცერტით „საღამო ჰარი კონიკთან და მის ორკესტრასტან ერთად“, 2006 წელს კი მიუზიკლისთვის “The pajama Game” პრესტიჟული თეატრალური პრემიის ტონის ნომინაცია მოიპოვა.

ახალი ორლეანის ბლუზი და ცნობილი ბურბონის ქუჩის ღამის კლუბის დეკორაცია განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა მსმენელისთვის. ბროდვეის სცენის ერთი ნაწილი სვინგის ბენდს ჰქონდა დაკავებული , მეორე მხარეს კი 12 კაციანი სიმებიანი ჯგუფი ავსებდა , ხოლო სცენის შუაგულში როიალზე თავად მომღერალი ასრულებდა სიმღერებს. გაყიდვაში გამოსული ამ კონცერტის აუდიო ჩანაწერი 15 სიმღერას მოიცავს, ხოლო DVD-ზე მხოლოდ 5 კომპოზიციაა შესული.

კრიტიკოსებმა ჰარი კონიკ ჯუნიორის ნამუშევარი დადებითად შეაფასეს, ზოგიერთმა მათგანმა კი ფრენკ სინატრას და ელვის პრესლისაც კი შეადარა. მომღერალი ნიუორკელtა და ქალაქის სტუმართა წინაშე ბროდვეიზე კიდევ ერთხელ, წლის ბოლოს წარსდგება, ამჟამად ის 1965 წელს დადგმული მიუზიკლის „ ON A CLEAR DAY” -ს რიმეიკში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG