ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრემიერ მინისტრი ჰარირი საფრანგეთში გაემგზავრება


ლიბანის პრემიერ მინისტრმა საად ჰარირიმ თქვა, რომ მომავალ დღეებში საფრანგეთში გამგზავრების შეთავაზებას დათანხმდა. გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, თითქმის ორი კვირის განმავლობაში ეს მისი ბოლო ნაბიჯი იყო.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ჰარირი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, რამაც წარმოშვა კითხვები ის დაკავებული ხომ არ ჰყავდათ. ლიბანის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ჰარირი პატიმრობაში იყო აყვანილი. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჰარირის გადადგომას ფორმალურად არ მიიღებს, სანამ ის ლიბანში არ დაბრუნდება.

საუდის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ბრალდებები, რომ საუდის არაბეთმა ჰარირი დააკავა, უარყო როგორც „უსაფუძვლო“ და თქვა, რომ ის თვითონ გადაწყვეტს როდის დატოვოს ქვეყანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG