ამერიკის დამფუძნებელი მამის ალექსანდრე ჰამილტონისადმი მიძღვნილმა მიუზიკლმა „ჰამილტონი“ წუხელ ტონის დაჯილდოებაზე 11 ნომინაციაში გაიმარჯვა. ჰამილტონი ამით „პროდიუსერებს“ მიუახლოვდა, რომელსაც რეკორდული 12 ტონი აქვს აღებული.
ჰამილტონის შემქმნელმა ლინ-მანუელ მირანდამ, რომელიც მიუზიკლში თამაშობს, წუხელ ორი ტონი აიღო - საუკეთესო მუსიკალური წიგნისთვის და ორიგინალური სცენარისთვის. ტონი გადაეცა ლესლი ოდომ ჯუნიორს, მიუზიკლში ვიცე-პრეზიდენტ აარონ ბარსის როლის შემსრულებელს, რომელიც დუელში პრეზიდენტ ჰამილტონს კლავს.
ტონის 70-ე დაჯილდოებას მსახიობი ჯეიმს კორდენი უძღვებოდა, რომელმაც ცერემონია ორლანდოს გეი კლუბში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით გახსნა.