ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასმა ლიდერი აირჩია


ისლამისტების ჯგუფმა საარჩევნო პროცესი ორშაბათს დაასრულა

პალესტინურმა ჰამასმა შიდა არჩევნებით ლიდერად ოთხწლიანი ვადით ხელმეორედ აირჩია ხალად მაშაალი. იგი პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

ქაიროში ჰამასის წარმომადგენელთა განცხადებით, ისლამისტების ჯგუფმა საარჩევნო პროცესი ორშაბათს დაასრულა. დევნილობაში მცხოვრები მაშაალი ჰამასის წამყვანი ფიგურა 1996 წელს გახდა. ხოლო 2004 წელს იგი, ჰამასის დამფუძნებლის შეიხ აჰმედ იასინის გარდაცვალების შემდეგ დაჯგუფების ლიდერი გახდა.

56 წლის მაშაალი კატარში მას შემდეგ გადავიდა, რაც სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ოპოზიციის საპორტესტო გამოსვლები დაიწყო.
XS
SM
MD
LG