ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ისევ ჩიხშია


ბარაკ ობამას და ჯონ კერის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტმა ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებების პროცესის განახლების თემა ისევ წამოწია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

პრეზიდენტ ბარაკ ობამას და სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტებმა ახლო აღმოსავლეთში და შეხვედრებმა დაპირისპირებულ მხარეებთან კვლავ გააღვივა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხი. თუმცა ექსპერტები ამბობენ რომ არც პალესტინა და არც ისრაელი უახლოეს მომავალში შესაძლოა არ იყვნენ მზად სრულყოფილი მოლაპარაკების წარმართვისთვის. გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვიზიტის დროს, ბარაკ ობამამ ისრაელს და პალესტინას საკვანძო საკითხების განსახილველად სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა. ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათან სეიჩი ამბობს რომ, ობამას ვიზიტი სახალხო დიპლომატიის რანგში წარმატებული იყო. თუმცა ამერიკის ხმასთან საუბარში მან აღნიშნა რომ არც ისრაელს და არც პალესტინას არ სურთ ამ ეტაპზე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

მისი თქმით ორი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით კონფლიქტის მოგვარებას და ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების შესაძლებლობას თან სდევს პესიმიზმი და სკეპტიციზმი როგორც ისრაელის ისე პალესტინის მხრიდანაც. ანალოგიურად არის გამსჭვალული რეგიონში ყველა მხარე, რაც სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული.
სეიჩი ამბობს რომ, ამ მიზეზებში შედის საშინაო პოლიტიკის საკითხები და უკიდურესად არასტაბილური სიტუაცია რეგიონში , განსაკუთრებით კი იგულისხმება სირია და ეგვიპტე, რომლებიც ისრაელს ესაზღვრება. გეიტ ალ-ომარი ხელმძღვანელობს ვაშინგტონში დაფუძნებულ ამერიკულ სამუშაო ჯგუფს რომელიც ორი სახელმწიფოს-ისრაელისა და პალესტინის თანაცხოვრებას აღიარებს. ის ამბობს რომ პალესტინელები გამხნევდნენ როდესაც მოისმინეს ობამას პოზიცია კონფლიქტის ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვეტის თაობაზე თუმცა მათი სკეპტიკური დამოკიდებულება არ იცვლება ობამას სხვა თემებთან შეხედულებების გამო.
გეიტ ალ-ომარი ამბობს რომ, კვლავ არსებობს შეშფოთება პრეზიდენტ ობამას პოზიციის გამო გაეროში პალესტინის წევრობასთან დაკავშირებით და ასევე, მისი უუნარობის გამო-ისრაელის სამოსახლოების მშენებლობის შეწყვეტა უზრუნველყოს.

პალესტინელები დიდი ხანია ისრაელის მიერ დასახლებების წინააღმდეგ გამოდიან რადგან მიწა, სადაც ეს მშენებლობები მიმდინარეობს მათ მომავალი სახელმწიფოსთვის სჭირდებათ. ბარაკ ობამამ გასულ კვირას ებრაელი სტუდენტების წინაშე ამ საკითხზე გამოსვლისას აპლოდისმენტები დაიმსახურა.
პრეზიდენტის განცხადებით ისრაელმა უნდა აღიაროს რომ, დასახლებების გაგრძელება იქნება კონტრპროდუქტული სამშვიდობო პროცესისთვის და დამოუკიდებელი პალესტინა უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი თავისი რეალური საზღვრებით, რომელიც უნდა განისაზღვროს.

ისრაელელი სტუდენტების მხარდაჭერის მიუხედავად გეიტ ალ-ომარი ამბობს რომ, ებრაული დასახლებების მშენებლობა მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს ყველაზე რთული საკითხია. გეიტ ალ -ომარის განცხადებით, პალესტინელები არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკებებს თუკი არ გაჩერდება დასახლებების პროცესი, ხოლო ისრაელი კი ამ დათმობაზე არ წავა. შედეგად, როგორც ალ-ომარი ამბობს, მხარეებმა არ უნდა დახარჯონ დიდი პოლიტიკური კაპიტალი ცდაზე რომ განაახლონ მოლაპარაკებები ამ თემაზე, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში მას მოგვარება არ უწერია.

ის ყურადღებას ამახვილებს ნაკლებად სადავო საკითხებზე, იმ თემებზე, სადაც პალესტინის და ისრაელის ინტერესების გადაკვეთა ხდება, როგორიცაა უსაფრთხოების საკითხებში კოორდინაცია მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე, ასევე უფრო ხელსაყრელი სამშვიდობო გარემოს შექმნა პალესტინელებისთვის და ამ მიმართებაში გარკვეული პროგრესის მიღწევა.
ალ-ომარი ფიქრობს რომ, მოლაპარაკებებმა ნაკლებად სადავო თემებზე შესაძლოა საზოგადოებრივი აზრი შეცვალოს და საფუძველი შეუქმნას უფრო სერიოზულ საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალი ორი წლის განმავლობაში. ამასთან ნატან სეიჩი ამბობს რომ, ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობის შემადგენლობა შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი წინააღმდეგობა მოლაპარაკებების განახლების პროცესში. მმართველ კოალიციაში გაერთიანებულია „ისრაელი ჩვენი სახლი“-ს პარტია, რომელიც ულტრა-მემარჯვენე პარტიაა და მას ახალგაზრდა მეწარმე ნაფტალი ბენნეტი ხელმძღვანელობს.
ნატან სეიჩი ამბობს რომ, ნაფტალი ბენნეტი არ ერიდება თავის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებას ორი სახელმწიფოს იდეის შესახებ. ის საკმაოდ კატეგორიულია ამასთან დაკავშირებით და ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა რომ ამ კოალიციამ შეძლოს რეალური გარიგება ან რადიკალური მოქმედება ამ მიმართულებით.
სეიჩი ამბობს რომ, კარგი ამბავი ის არის რომ, ეს არ წარმოადგენს შეერთებული შტატების პრობლემას, არამედ არის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრობლემა. ის ამბობს რომ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს თავისი გეგმის განვითარება. ალ-ომარი კი ფიქრობს რომ, დებატების პარალელურად, პალესტინელები ყურადღებით დააკვირებიან, მოჰყვება თუ რა კონკრეტული ნაბიჯები სამშვიდობო პროცესისადმი ამერიკის საჯარო მხარდაჭერის გამოხატულებას.
XS
SM
MD
LG