ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კონფერენცია ნიუ იორკში


ანალიტიკოსების აზრით, ქვეყნები იარაღით ვაჭრობის მარეგულირებელი ხელშეკრულების დადებასთან ახლოს არიან

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იარაღის კონტროლის ხელშეკრულებაზე მსჯელობა განაახლა. ნიუ იორკში მდებარე გაეროს სათაო ოფისში კონფერენცია დღეს დაიწყო.

გაერო ხელშეკრულების დადების მიზნით ბოლოს 2012 წლის ივლისში შეიკრიბა. რამდენიმეკვირიანმა განხილვებმა შედეგი ვერ გამოიღო. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ჩინეთმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო მოითხოვეს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ წარმომადგენლის, ბრაიან ვუდის განცხადებით, წელს ქვეყნები ბევრად უფრო ახლოს არიან ხელშეკრულების გაფორმებასთან. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწაზე 400-მდე შეიარაღებული კონფლიქტი დაფიქსირდა. დროის ამ მცირე მონაკვეთისთვის სტატისტიკა მეტად შემაშფოთებელია და ეს ყველა ქვეყანამ კარგად უნდა გაიაზროს.
XS
SM
MD
LG