ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის კონტროლი შეერთებულ შტატებში


კონტროლის გამკაცრებაზე საუბარი იარაღის ტარებაზე ამერიკაში ახალი დაპირისიპირების მიზეზი ხდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში მომხდარი ტრაგიკული ისტორიიდან სამი თვის შემდეგ, კანონმდებლები იწყებენ კონკრეტული წინადადებების განხილვას იარაღით თავდასხმის განხორციელების წინააღმდეგ. თუმცა პროგრესი ამ მხრივ მაინც ძალიან ნელა მიდის, ვაშინგტონში ამ საკითხის მიმართ სენსიტიური დამოკიდებულებაა, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ორგანოებზეც ზემოქმედებს.

სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც თავდამსხმელმა 20 ბავშვის და 6 პედაგოგის სიცოცხლე შეიწირა, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანის მეხსიერებიდან უკვე გაქრა.

სულ რაღაც ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ფედერალური მთავრობა კონკრეტულ ქმედებაზე გადავიდა და სენატის შესაბამისმა კომიტეტმა სენატს ფართო განხილვისთვის გადაუგზავნა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა. ამ საკითხზე კალიფორნიის შტატის სენატორი დაიანა ფეინშტეინიც მუშაობს.

„დრო მოვიდა, რომ ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით წინ წავიდეს და აიკრძალოს გარკვეული იარაღის მოხმარება.“

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაინტერესებულია, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება კონგრესმა მალე მიიღოს. იგი მათ მხარდაჭერას პირდება, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესთან ერთი დავა უკვე აქვს საბიუჯეტო საკითხებზე.

ამასობაში სხვადასხვა შტატების და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მოსახლეობა საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს.

მეინის შტატის ქალაქი ბაირონი. აქ უმრავლესობის გადაწყვეტილებით იარაღის ტარების უფლება ძალაში დარჩა. ასე რომ ამ ქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს ნებისმიერი საბრძოლო იარაღის შენახვის და ტარების უფლება შეუნარჩუნდა.

„ბაირონის მცხოვრები აცხადებს, რომ ასობით ადამიანმა წარმოდგენილ აკრძალვაზე უარი განაცხადა. ასე რომ საკითხი ამოწურულია.“

იმავე დღეს როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს კონექტიკუტის შტატის დედაქალაქში იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ იარაღის ტარების უფლების მოთხოვნით დემონსტრაცია მოაწყო.

ამ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოუწოდა კანონმდებლებს, რომ მორჩნენ კონსტიტუციის შეურაცხყოფას და პატივი სცენ კანონმორჩილი ადამიანების უფლებებს.“

ორივე მხარე ცდილობს საკუთარი ხმა მიაწვდინოს კანონმდებლებს.
ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულზაში განსხვავებული სურათია - აქ პოლიცია ცდილობს სკოლაში ჩაატაროს ყველაზე ცუდი სცენარის ტრეინინგი. ამის მიზანია ბავშვებს რეალისტური სიტუაცია დაანახონ.

„ინსტრუქტორი აცხადებს, რომ ნამდვილად არ სურთ ამ ბავშვების ჩართულობის სწავლება თავდამსხმელებთან თუმცა სურთ შეამცირონ სტრესი, რომელიც შეიძლება მიიღონ ასეთი შემთხვევების დროს.“

ამასობაში ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სიახლოვეს გასულ კვირას გაიმართა აქცია იმის გასახსენებლად თუ როგორი სასიკვდილო შედეგი აქვს იარაღს თუკი ის არასწორად იქნება გამოყენებული.

აქციის მონაწილე აცხადებს რომ უდავოდ საჭიროა მოქმედება...
„პოლიციელმა კეტი ლენიერმა განაცხადა, რომ ამ აქციის დროს გვერდით ქუჩაზე ორი ავტომანქანიდან აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად 11 დაჭრილი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.“

დებატები იარაღის ტარების უფლებაზე და მის აკრძალვაზე ჯერჯერობით ისევ გრძელდება.
XS
SM
MD
LG