ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფორთოხლისფერი მოძრაობა" ამერიკაში მასობრივი მკვლელობების წინააღმდეგ


გასული კვირის ბოლოს, ამერიკის სხვადასხვა შტატსა და ქალაქში ფორთოხლისფერ ტანსაცმელში გამოწყობილმა აქტივისტებმა და საზოგადოების წევრებმა მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთ პატივი მიაგეს, გადარჩენილებს სოლიდარობა გამოუცხადეს, ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ მოუწოდეს ამ მდგომარეობის შესაცვლელად ქმედითი ღონისძიებებისკენ.

სარა დაქოსი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მოწყობილი მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ის ამბობს, რომ ეს აქცია იარაღის შესახებ ცნობიერების გასაზრდელად იმართება.

"ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს საზოგადოებაში, დაუშვებლად დიდია. ჩვენ ვაშინგტონშიც ვხედავთ ამ შემთხვევების გახშირებას. გასულ კვირას 14 ადამიანს ესროლეს, მათგან 4 დაიღუპა", ამბობს დაქოსი.

"ჩაიცვი ფორთოხლისფერი" - ეს კამპანია 2013 წელს პრეზიდენტ ობამას მეორე საინაუგურაციო მარშიდან 1 კვირის შემდეგ 15 წლის გოგონას მკვლელობის შემდეგ დაიწყო. მისმა მეგობრებმა გოგონას პატივსაცემად ფორთოხლისფერი ტანსაცმლის ჩაცმა გადაწყვიტეს - ფერის, რომელსაც მონადირეები ტყეებში იცვამენ თავის დასაცავად.

თუმცა, ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი სტეფ ვუდსი ამბობს, რომ ამ მოძრაობას წარმატებისთვის არა მხოლოდ ცნობიერების გაზრდაზე სჭირდება მუშაობა, არამედ გაზომვა შედეგებზე.

"როცა ვხედავთ, რომ პარკლენდში მომხდარის შემდეგ 14-მა შტატმა იარაღთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მიიღო, ან არსებული გაამკაცრა, როდესაც 19-მა კომპანიამ გაწყვიტა "შაშხანების ეროვნულ ასოციაციასთან" კავშირი, ეს არის მნისვნელოვანი, მაგრამ როგორ ვაგრძელებთ ამ მოძრაობას? მთავარი ახლა სწორედ იმაზე ფოკუსირებაა, როგორ გაგრძელდეს მოძრაობა ისე, რომ გაზომვადი შედეგები მივიღოთ", - ამბობს სტეფ ვუდსი.

კვირის ბოლოს შტატებში 3 დღის განმავლობაში ამგვარი შინაარსის ასეულობით ღონისძიება გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG