ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკავშირდება თუ არა მასობრივი მკვლელობები იარაღით ვაჭრობას?


ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაღუპული სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო
ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაღუპული სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის ფაქტები უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გახშირდა. ამერიკული საზოგადოების ერთი ნაწილი ძალადობას იარაღის ყიდვა-გაყიდვასა და შენახვაზე სუსტ კონტროლს უკავშირებს, მეორე ნაწილი კი იარაღის ქონის უფლებას ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს. რა არგუმენტები აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს და ადასტურებს თუ არა ამ მოსაზრებებს კვლევები?

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბარაკ ობამამ მასობრივი მკვლელობის 15 ფაქტზე გააკეთა საჯარო განცხადება. უკანასკნელი ასეთი ტრაგედია ორეგონის შტატში მოხდა, სადაც შეიარღებული მამაკაცი კოლეჯში შეიჭრა და 10 სტუდენტი მოკლა. მასობრივი მკვლელობის ინციდენტები ამერიკაში იარაღის კონრტოლთან დაკავშირებულ მწვავე დებატებს იწვევს, თუმცა კანონის გამკაცრების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.

იარაღის ეროვნული ასოციაციის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი დოლარია და ის წელიწადში ირაღის ქონის უფლების დასაცავად ლობირებაში დაახლოებით 10 მილიონ დოლარს ხარჯავს. 2000-2010 წლებში წინასაარჩევნო პერიოდებში ასოციაციამ პოლიტიკურ კამპანიებს 15-ჯერ იმაზე მეტი თანხა შესწირა, ვიდრე იარაღის ქონაზე კონტროლის მომხრე ორგანიზაციებმა.

ორეგონის შტატში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ფაქტის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა-გაყიდვის კონტროლზე რესპუბლიკელებს ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა და კონგრესს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა. მისი თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების მხრიდან იარაღით ვაჭრობის გამკაცრების მხარდაჭერის გარეშე მასობრივი მკვლელობები არ დასრულდება:

„მჭიდება კონგრესმენები, ადგილობრივი კანონმდებლები და გუბერნატორები, რომლებიც ამ ძალისხმევაში მხარს დამიჭერენ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ორეგონში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი და თავად დამნაშავე დაიღუპა.

ირაღის ყიდვა-გაყიდვაზე და შენახვაზე კონტროლის დაწესება რთულია.

ამერიკაში იარაღის შეძენაზე, შენახვასა და ტარებაზე ნებისმიერი სახის კონტროლის დაწესება უკიდურესად რთული საქმეა. სირთულე კი პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ ამერიკელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ იარაღის ქონა მათთვის კონსტიტუციის მეორე დამატებით გარანტირებული, ხელშეუხებელი უფლებაა, რომელიც იმავე დონეზე დგას, როგორზეც მაგალითად, სიტყვის თავისუფლება, ხმის მიცემის ან სხვა ფუნდამენტური უფლება.

ამერიკის ხმასთან საუბარისას ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და დღეს ლობისტი ვინ ვებერი ამბობს, რომ იარაღის ქონა ამერიკელებისთვის იდენტობის განმსაზღვრელი უფლებაა.

თოვლით დაფარული სათამაშოები, ნიუთაუნი, 25 დეკემბერი 2012 წელი. დაღუპული ბავშვების ხსოვნას ქალაქის მოსახლეობამ პატივი სათამაშოების მიტანით მიაგო.
თოვლით დაფარული სათამაშოები, ნიუთაუნი, 25 დეკემბერი 2012 წელი. დაღუპული ბავშვების ხსოვნას ქალაქის მოსახლეობამ პატივი სათამაშოების მიტანით მიაგო.

მეორე ფაქტორი იარაღის ეროვნული ასოციაციაა, რომელიც ამერიკაში იარაღის მფლობელებს წარმოადგენს და მათ უფლებებს იცავს. ორგანიზაციის ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი დოლარია და ის წელიწადში ირაღის ქონის უფლების დასაცავად ლობირებაში დაახლოებით 10 მილიონ დოლარს ხარჯავს.ორგანიზაციას 4 მილიონი წევრი ჰყავს. 2000-2010 წლებში წინასაარჩევნო პერიოდებში ასოციაციამ პოლიტიკურ კამპანიებს 15-ჯერ იმაზე მეტი თანხა შესწირა, ვიდრე იარაღის ქონაზე კონტროლის მომხრე ორგანიზაციებმა. თუმცა, იარაღის ეროვნული ასოციაცია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მხოლოდ თანხით არ აკეთებს. მისი ყველაზე დიდი ძალა წევრების ერთსულოვნებიდან მოდის.

„იარაღის ეროვნული ასოციაცია გავლენიანი ორგანიზაციაა იმის გამო, რომ ის რიგით ადამიანებს წარმოადგენს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში აქტიურობენ და საკუთარ აზრს საჯაროდ გამოხატავენ,“ აცხადებს ყოფილი კონგრესმენი ვინ ვებერი.

როგორც წესი, იარაღის ყიდვა გაყიდვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას დემოკრატები ითხოვენ, რესპუბლიკელები კი კონგრესში მათ ყოველთვის ამარცხებენ. დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი ამბობს, რომ იარაღის კონტროლის მოთხოვნა ხალხისგან უნდა წამოვიდეს. მისი თქმით: „თუ ამერიკელი ხალხი ამ საკითხზე ხმას არ ამოიღებს, მის გარშემო პოლიტიკური უმოქმედობა არასოდეს დასრულდება.“

ავრორას კონოთეატრში მოკლული ადამიანების ოჯახის წევრები ერთმანეთს უსამძიმრებენ.
ავრორას კონოთეატრში მოკლული ადამიანების ოჯახის წევრები ერთმანეთს უსამძიმრებენ.

მესამე ფაქტორი კი ამერიკელების დამოკიდებულებაა. პიუს კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელების 52 პროცენტი იარაღის ქონის უფლებას მხარს უჭერს. ამერიკელების დიდ ნაწილს იარაღი თავდაცვის მიზნით უნდა რომ ჰქონდეს, აცხადებს პიუს კვლევითი ცენტრის ექსპტერტი კაროლ დორეთი.


პიუს ინფორმაციით, ამერიკელების მესამედს, რომლებსაც სახლში 18 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, ოჯახში მინიმუმ ერთი იარაღი აქვს. იარაღის მფლობელები ძირითადად საშუალო ასაკის თეთრკანიანები არიან.

ამერიკაში მასობრივი მკვლელობების ფაქტები ბოლო პერიოდში გახშირდა.

ამერიკაში განვითარებულ ქვეყნებს შორის იარაღით ძალადობის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. ამერიკა ასევე პირველ ადგილზეა განვითარებულ ქვეყნებში მომხდარი მასობრივი მკვლელობების მხრივ. კონგრესის კვლევითი სამსახურის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1985-2015 წლებში ამერიკაში 78 მასობრივი მკვლელობის ფაქტი მოხდა, რის შედეგადაც 547 ადამიანი დაიღუპა. მასობრივი მკვლელობის ფაქტად მიჩნეულია მკვლობა, რომლის დროსაც ოთხი ან ოთხზე მეტი ადამიანი იღუპება.

ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ორი მასობრივი მკვლელობა 2007 წლის შემდეგ მოხდა.

2017 წლის 16 აპრილს ვირჯინიის შტატის ქალაქ ბლექსბურგში, ვირჯინიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დამნაშავემ 32 სტუდენტი მოკლა.

იარაღის მაღაზია კოლორადოს შტატში
იარაღის მაღაზია კოლორადოს შტატში

2012 წლის 14 დეკემბერს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუტაუნში, სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში შეიარაღებულმა მამაკაცმა 26 ადამიანი, მათ შორის, 20 დაწყებითი სკოლის მოსწავლე მოკლა.

კვლევები იარაღის თავისუფალ გაყიდვასა და ძალადობას შორის კავშირს ვერ ადასტურებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ ფლორიდამ იარაღით ძალადობასა და სოციალურ ფაქტორებს შორის კავშირი გამოიკვლია. მისმა ნაშრომმა აჩვენა, რომ იმ თემებში, სადაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს უფრო მეტია ზოგადი დანაშაული, იარაღით ძალადობა და ფსიქიკური დაავადებები. ამასთან, კვლევამ დაადგინა, რომ იმ შტატებში სადაც იარაღზე მკაცრი კონტროლია იარაღით მკვლელობების მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

იარაღის გამოფენა-გაყიდვა ტეხასში
იარაღის გამოფენა-გაყიდვა ტეხასში

თუმცა, კვლევა ასევე ამბობს, რომ რთულია დასკვნის გაკეთება, რომ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. ჩიკაგო ამის ერთ-ერთი მაგალითია. ჰაფინგტონ პოსტის ინფორმაციით, ჩიკაგოში უფრო მეტია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ადამიანების რაოდენობა, ვიდრე ავღანეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების. მაგალითად, 2001-დან 2012 წლამდე ავღანეთში დაახლოებით 2000 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩიკაგოში კი, ქალაქში სადაც ქვეყნის მასშტაბით იარაღის ყიდვასა და შენახვაზე კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონებია, იმავე პერიოდში დაახლოებით 5000 მკვლელობა მოხდა.


2000 -2015 წლებში ჩადენილი მასობრივი მკვლელობის ფაქტები:

1 ოქტომბერი, 2015 - როსბურგი, ორიგონი, 9 მოკლული, 9 დაშავებული
18 ივნისი, 2015 - ჩარლსტონი, ჩრდილოეთ კაროლინა, 9 მოკლული
23 მაისი, 2014 - ისლა ვისტა, კალიფორნია, 6 მოკლული, 7 დაშავებული
16 სექტემბერი, 2013 - ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 12 მოკლული, 3 დაშავებული
7 ივნისი, 2013 - სანტა მონიკა, კალიფორნია, 5 მოკლული
14 დეკემბერი, 2012 - ნიუტაუნი, კონექტიკუტი, 27 მოკლული, 1 დაშავებული
28 სექტემბერი, 2012 - მინიაპოლისი, მინესოტა, 6 მოკლული, 2 დაშავებული
5 აგვისტო, 2012 - ოუქ ქრიქი, ვისკონსინი, 6 მოკლული, 3 დაშავებული
20 ივლისი, 2012 - ავრორა, კოლორადო, 12 მოკლული, 58 დაშავებული
2 აპრილი, 2012 – ოუკლენდი, კალიფორნია, 7 მოკლული, 3 დაშავებული
12 ოქტომბერი, 2011 - სილ ბიჩი, კალიფორნია, 8 მოკლული, 1 დაშავებული
8 იანვარი, 2011 - ტუსონი, არიზონა, 6 მოკლული, 11 დაშავებული
3 აგვისტო, 2010 - მანჩესტერი, კონექტიკუტი, 8 მოკლული, 2 დაშავებული
5 ნოემბერი, 2009 - ფორტ ჰუდი, ტეხასი, 13 მოკლული, 32 დაშავებული
3 აპრილი, 2009 - ბინგჰამპტონი, ნიუ იორკი, 13 მოკლული, 4 დაშავებული
14 თებერვალი, 2008 - დეკალბი, ილინოისი, 5 მოკლული, 16 დაშავებული
5 დეკემბერი, 2007 - ომაჰა, ნებრასკა, 8 მოკლული, 4 დაშავებული
16 აპრილი, 2007 - ბლექსბურგი, ვირჯინია, 32 მოკლული, 17 დაშავებული
12 თებერვალი, 2007 - სოლტ ლეიკ სიტი, იუტა, 5 მოკლული, 4 დაშავებული
2 ოქტომბერი, 2006 - ნიკელ მაინს, პენსილვანია, 5 მოკლული, 5 დაშავებული
21 მარტი, 2005 - რედ ლეიკის ინდიელების რეზერვაცია, მინესოტა, 9 მოკლული, 7 დაშავებული
8 ივლისი, 2008 - მერიდიანი, მინესოტა, 5 მოკლული, 9 დაშავებული
26 დეკემბერი, 2000 - ვეიკფილდი, მასაჩუსეტი, 7 მოკლული

XS
SM
MD
LG