ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტროპიკული ქარიშხალი მექსიკის ყურეს ემუქრება


მექსიკის ყურისკენ მიმავალი ტროპიკული ქარიშხალი „ალექსი“ კომპანია ბიპის მიერ წარმოებულ ნავთობის გამწმენდ სამუშაოებზე სავარაუდოდ უარყოფითად იმოქმედებს .

ქარიშხლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა განცხადებით, გაძლიერებული ქარიშხალი შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში ძლიერი წვიმებს, წყალდიდობებსა და მეწყერებს გამოიწვევს.

სანაპირო დაცვის ადმირალის თედ ალენის განცხადებით:

„ ჩვენ არ ვთვლით,რომ ამ ეტაპზე მექსიკის ყურედან გემების გაყვანა და ჩაღვრილი ნავთობის ოკეანიდან ამოღების პროცედურების შეჩერება აუცლებელია“ ცდ

ამ ეტაპზე კომპანია ბიპის ორი გემი გამწენდ სამუშაოებს ასრულებს და დღეში საშუალოდ ოცდახუთი ათასი ბარელის ოდენობის ნავთობს იღებს ოკეანის ზედაპირიდან.

სინოპტიკოსთა აზრით,არ არის გამორიცხული ქარიშხალმა „ალექსმა“ ჩაღვრილი ნავთობი ღრმად ხმელეთისკენ გამოდევნოს.

XS
SM
MD
LG