ეს 2002 წელს, 11 სექტემბრის თავდასხმიდან 4 თვის შემდეგ, დაიწყო. 11 სექტემბრის თავდასხმამ, ტერორის წინააღმდეგ ამერიკის მიერ წარმოებული ომის გაძლიერება გამოიწვია. ყველა პატიმარი მუსლიმი იყო. ზოგიერთი მათგანი 18 წლისაც კი იყო. ამჟამად ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი 149 ადამიანიდან 38-ს, „განუსაზღვრელი ვადით პატიმრობის“ კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული.
ნიკოლას როსტოუ, შეერთებული შტატების მთავრობის ყოფილი უფროსი მრჩეველია და პრეზიდენტების, რონალდ რეიგანის და უფროსი ჯორჯ ბუშის საგანგებო თანაშემწედ მუშაობდა.
„ადმინისტრაციის თვალსაზრისით, წინა ადმინისტრაცია იგულისხმება, გუანტანამოზე მყოფი პატიმრები ჟენევის კონვენციებით განსაზღვრული მეომრები არ იყვნენ და ამიტომ, შეპყრობისას, სამხედრო ტყვის სტატუსი არ ეკუთვნოდათ.“
1949 წელს, ჟენევის კონვენციებით ომის წესები დადგინდა. კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების ფორმიან ჯარისკაცებს, რომლებსაც ბრძოლის ველზე შეიპყრობდნენ, გარკვეული უფლებები ენიჭებოდათ.
„ჰერითიჯის ფონდის“ უფროსი იურიდიული თანამშრომელი, კული სტიმსონი ამბობს;
„თავიდანვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ტყვეებს თუ ავიყვანდით, მათი იურიდიული სტატუსი უნდა განგვესაზღვრა. თუ თქვენ ის ქვეყანა ხართ, რომელმაც ჟენევის კონვენციებს ხელი მოაწერა და რატიფიცირებაც მოახდინა, მაშინ ამ კონვენციებით გათვალისწინებულ დაცვას სრულად იღებთ.“
შეერთებული შტატები ამ პატიმრებს სამხედრო ტყვეებად თვლის იმის გაგებით, რომ როდესაც ტერორიზმთან ომი დასრულდება, ისინი საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდებიან. შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში ამ დასასრულს ვერ ხედავს.
„ეს უკეთესია, ვიდრე ალტერნატივა. ჩვენ გადავწყვიტეთ... რომ უმჯობესია ვინმე ადამიანურ პირობებში პატიმრობაში ამყოფო, საკვები, ტანსაცმელი და წყალი მისცე, ვიდრე... ის მოკლა. რადგან თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმა მოკვლაა, ხოლო ვინმესთვის იმის შეზღუდვა, რომ ბრძოლის ველზე იომოს, სიკვდილთან შედარებით უბრალო უხერხულობაა.“
სტიმსონი ამბობს, რომ აქ საქმე უკვე რთულდება
„საქმეს ის ართულებს, რომ როცა 11 სექტემბერი მოხდა, თალიბანი ავღანეთში მმართველი პარტია იყო. ლეგიტიმურ მმართველ პარტიად, თალიბანი მხოლოდ სამ ქვეყანაში აღიარეს. ბუნებრივია, იმ სამ ქვეყანაში ჩვენ არ ვიყავით.“
იმ დროს, როცა შეერთებული შტატების მთავრობა გუანტანამოს ზოგიერთი პატიმრის განუსაზღვრელი ვადით გაჩერებას ფიქრობს, სხვებისთვის მხოლოდ შეზღუდული ვარიანტები არსებობს.
ნიკოლას როსტოუ ამბობს:
„ესენი, სასიამოვნო ადამიანები არ არიან და ამიტომ ცოტა არ იყოს ძნელია ისეთი ადგილების მოძებნა, სადაც მათ მიიღებენ. ზოგიერთი მათგანი სასამართლოს ელოდება ან უნდა გასამართლდეს სამხედრო კომისიის, ან სამოქალაქო სასამართლოს მიერ.“
6 წლის წინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ გუანტანამოს კარებს დაკეტავდა. მას ეს პირობა ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს და თალიბანთან ტყვეების ამასწინანდელი გაცვლის შუქზე, დაკეტვის თარიღის წინასწარმეტყველება ალბათ ბუფრო ძნელი იქნება.