ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხაილ გორბაჩოვის მემკვიდრეობა


ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა 1993 წელს ორგანიზაცია "მწვანე ჯვარი" "წითელი ჯვრის" ანალოგად ჩამოაყალიბა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:29 0:00
ბმული

ორგანიზაცია "მწვანე ჯვრის" პრეზიდენტის ალექსანდერ ლიქოთალის თქმით, წლევანდელი შეკრება ემოციებით აღსავსე იქნება. ლიქოთალი ამაყია იმით, რასაც ორგანიზაციამ ოცი წლის განმავლობაში მიაღწია.

„ჩვენი ორგანიზაციის როლი უდიდესია. 20 წლის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთეთ, რასაც ვგეგმავდით და ველოდით.“

ორგანიზაცია "მწვანე ჯვარი" საბჭოთა ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის პირმშოა. გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თავიდანვე გაანალიზა, რომ დედამიწაზე ბევრია ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ეკოლოგიური პრობლემა აქვს და ამ პრობლემებს გადაჭრაში დახმარება სჭირდება.

ორგანიზაცია "მწვანე ჯვარი" გორბაჩოვმა "წითელი ჯვრის" ანალოგად შექმნა. თუმცა "წითელი ჯვრისგან" განსხვავებით, ეს ორგანიზაცია ქვეყნებს არა სამედიცინო დახმარებით , არამედ გარემოს დაცვის პრობლემების მოგვარებით უზრუნველყოფს.

ოცი წლის წინ ორგანიზაცია მწვანე ჯვრის დაარსების შემდეგ მსოფლიოში პრობლემებმა იმატა. გაეროს ანგარიშით, 2011-2012 წლებში 600 სტიქიური მოვლენა დაფიქსირდა, რასაც 300 მილიონი ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუარესება მოჰყვა:

„როდესაც მწვანე ჯვარი შეიქმნა, გვინდოდა გარემოს დაცვის პრობლემების შედეგებზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ეს პრობლემები მოსახლეობის ცხოვრებაზე მრავალმხრივ აისახება და მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.“

ოცი წელია "მწვანე ჯვარი" ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც იმაღლებს ხმას.

მიუხადავად იმისა, რომ მსოფლიოში ცივი ომი დასრულდა, ლიქოთალის თქმით, დედამიწაზე 25 წლის განმავლობაში სახეცვლილი და ბევრად უფრო საგანგაშო პრობლემები დაგროვდა:

„დღეს მსოფლიოში ერთი გამოკვეთილი მტერი არ არსებობს, მაგრამ ჩვენს პლანეტას საფრთხეს ათასგვარი სხვა მოვლენაც უქმნის, ტერორიზმი იქნება ეს, კლიმატური პრობლემები თუ წყლის ნაკლებობა.“

"მწვანე ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის 20 წლისთავთან დაკავშირებით ამ კვირას უამრავი ღონისძიება და კულტურული საღამო მოეწყობა. გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელზეც კონკრეტულ პირებს და ორგანიზაციებს გაწეული ღვაწლის გამო დააჯილდოვებენ.

ასევე გაიმართება კონფერნეცია, რომელზეც მიხაილ გორბაჩოვი და ორგანიზაციის წარმომადგენლები 21 საუკუნის გამოწვევებზე ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG