ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაფიცვა საბერძნეთში


გაფიცვა საბერძნეთში
გაფიცვა საბერძნეთში

ათასობით ბერძენი გამოვიდა დღეს გაფიცვაზე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად.

24 საათიანი გაფიცვა საბერძნეთის ორი პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. გაიფიცნენ სკოლები, სასამართლოები, ადგილობრივი ხელისუფლების და სამთავრობო დაწესებულებების მუშაკები, ათენის საერთაშორისო აეროპორტმა 400-მდე ფრენა გააუქმა.

ბერძნები პრემიერ-მინისტრ გეორგი პაპანდრეუს გეგმას აპროტესტებენ, რომელიც პენსიების შეკვეცას და 30 000-მდე მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლებას ითვალისწინებს.

მკაცრი ეკონომიკური ღონისძიებების გატარებას საბერძნეთის უცხოელი კრედიტორები მოითხოვენ, რომლებმაც ათენს გასულ წელს გამოყოფილი 159 მილიარდი დოლარიდან მორიგი თანხა უნდა გადაურიცხონ.

XS
SM
MD
LG