ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ეკლესია მთავრობას მსახურებაზე შეზღუდვების მოხნას თხოვს


საბერძნეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს აუქმებს. თუმცა, ეს ეტაპობრივად მოხდება და ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

მათ შორისაა შეზღუდვა ეკლესიების გახნაზეც. თუმცა, ეკლესიის მესვეურებმა უკვე მოთხოვეს საბერძნეთს მთავრობას, რომ ისინი ისეთივე მოთხოვნადი ობიექტების სიაში გაიყვანონ, როგორიცა სილამაზის სალონი, მცირე ბიზნესები და ა.შ.

საბერძნეთის მთავრობის განმარტებით, პირველ ეტაპზე გაიხსნება სკოლები და მცირე ბიზნესები. გაიღება ეკლესიის კარებიც, თუმცა მლოცველებს უფლება ექნებათ სათითაოდ შევიდნენ ტაძარში სალოცავად. დიდი შეკრებები ამ ეტაპზე, კვლვავ აკრძალულია.

ქვეყნის არქიეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრს წერილიც გაუგზავნა, სადაც აზრის შეცვლას თხოვდა. სამშაბათს კი ბერძნული ეკლესიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა საბერძნეთის მთავრობას ქვეყნის რელიგიური ავტორიტეტის წინააღმდეგ ამბოხში დასდო ბრალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG