ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაბორატორია თუ ველური ცხოველების ბაზარი - საიდან გავრცელდა ახალი კორონავირუსი?


ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაისვა კითხვა, საიდან გავრცელდა კორონავირუსისახალი შტამი სარს კოვიდ-19. ვირუსის გავრცელების თავდაპირველი წყარო, შესაძლოა ვუჰანშიარსებული ე.წ. ველური ცხოველების ბაზარი ან ამავე რაიონში მდებარე ლაბორატორია იყოს.

ჩინეთისგან გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს და ელოდება ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, გერმანია და საფრანგეთი. ამ ქვეყნების მაღალი თანამდებობების პირებმა ოფიციალური პეკინისგან დეტალური ინფორმაციის მიღება უკვე მოითხოვეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვირუსის წარმომავლობის შესახებ ამერიკა გამოძიებას ატარებს, თუმცა ჩინეთი შტატებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, თეთრ სახლში განცხადების გაკეთების დროს კოვიდ-19 რამდენჯერმე მოიხსენია, როგორც "ჩინური ვირუსი."

„თუ აღმოჩნდება, რომ ჩინეთი განზრახ მალავდა ფაქტებს, მაშინ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი ნაბიჯები და შედეგები“
განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე

ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი. მაიკ პომპეოამბობს -„ ინფორმაციის არ გაზიარებით, ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი. ამ ქმედებამ დიდი ზიანი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა."

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია „ფოქსთან“ საუბრის დროს გამოძიების მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა. სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ როგორც ჩინეთმა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია დამალეს.

„შეშფოთებული ვარ. არის რაღაცები, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და არ შეგვიძლია გუნდი გავგზავნოთ ჩინეთში იქ, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა და ჩავატაროთ გამოძიება. თავად ჩინეთი კი ამ ინფორმაციას სრულად არ ასაჯაროებს. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს ის, რაზეც პასუხისმგებლები არიან“- ამბობს მაიკ პომპეო.

პომპეომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიმართა გააუქმოს ე.წ. ველური ცხოველების ბაზრობები და ისინი აღარასდროს გახსნას.

ჩინეთისგან პასუხს ელოდებიან ავსტრალიაშიც. პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი ვირუსის წარმოშობის და გავრცელების საკითხზე დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. ავსტრალია აღნიშნულ საკითხს მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე დააყენებს.

„გვინდა, რომ მსოფლიო იყოს უფრო უსაფრთხო. საქმე ვირუსს ეხება. იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარდამჭერები გვეყოლება და ჩვენ სურვილს გაიზიარებს ჩინეთი თუ ნებისმიერი ქვეყანა“- ამბობს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი.

გერმანია კი ჩინეთისგან 130 მილიარდს ითხოვს. ბერლინმა პეკინს უკვე გაუგზავნა ინვოისი. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის თანხები, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან საბრძოლველად დახარჯა და საუბარია იმ ზარალზეც, რომელიც პანდემიის გამო გერმანიამ განიცადა.

გერმანია მოუწოდებს ჩინეთს დროულად გაავრცელოს ინფორმაცია, საიდან და როდის გავრცელდა ახალი კორონავირუსი.

ჩინეთისგან ამომწურავ პასუხებს ელოდებიან ფრანგებიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე რამდენჯერმე ისაუბრა. მეტიც, პრეზიდენტი მაკრონი ამბობს, რომ მას არ სჯერა ჩინეთის წარმატების. საფრანგეთის პრეზიდენტი უნდობლობას უცხადებს, პანდემიასთანდაკავშირებით, ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს.

„ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიტყვით, თითქოს ისინი ვირუსს ჩვენზე უკეთ გაუმკლავდნენ“- ემანუელ მაკრონის ამ განცხადებას "Financial Times" ავრცელებს.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ვირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე უარს აცხადებს. ოფიციალურ პეკინში ამბობენ, რომ გამოძიების ჩატარების ინიციატივა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დიდ ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოს პოზიციებს ეფუძნება.

„თუ ამ პოზიციას გავიზიარებთ მოგვიწევს ჩვენი რესურსების სხვა მიმართულებით გადართვა. ახლა ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ ბრძოლის გაჩერებას არ ვაპირებთ“- ამბობს ჩენ ვენი "BBC"-სთან საუბრის დროს.

მანამ, სანამ გამჭვირვალე გამოძიება არ ჩატარდება შეუძლებელი იქნება დადგინდეს როგორ და სად გავრცელდა თავდაპირველად ვირუსი ჩინეთში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG