ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში რეფორმის კანონი დამტკიცდა


პარლამენტმა სარეფორმო პაკეტი დღეს 153 ხმით 140-ის წინააღმდეგ დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტის მიერ საჯარო სექტორის მოხელეებისთვის ხელფასების შეკვეცისა და დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან რამდენიმე საათში ათენში გერმანიის ფინანსთა მინისტრი ჩავიდა.

ვოლფგანგ შობლეს, რომელიც მკაცრ საბიუჯეტო პოლიტიკას ევროპელ ლიდერებს შორის ყველაზე მეტად ლობირებს, არაერთი ბერძენი 2009 წლის კრიზისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებს.

საბერძნეთის პარლამენტმა სარეფორმო პაკეტი დღეს 153 ხმით 140-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამ კანონპროექტის თანახმად, 25 000 საჯარო მოხელეს 8 თვის ვადა ეძლევა სხვა სამსახური ეძებონ ან არადა მათ თანამდებობებიდან დაითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რეფორმების გატარება საბერძნეთს საშუალებას აძლევს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 8.9 მილიარდის დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღოს.
XS
SM
MD
LG