ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი ისევ გაფიცულია


ბერძნები მთავრობის მიერ ათასობით საჯარო მოხელის სამუშაოდან გათავისურლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საბერძნეთში დღეს საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული. ბერძნები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ათასობით საჯარო მოხელის სამუშაოდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საჯარო სამსახურების მუშაობა შეფერხებულია, დარღვეულია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის განრიგი, შენელებულია საავადმყოფოების ფუნქციონირებაც. ხელისუფლების მორიგი გადაწყვეტილება ევროკავშირისგან მასტიმულირებელი ფინანსური პაკეტის მიღების პირობებს უკავშირდება. საბერძნეთს რამდენიმემილიარდიანი საერთაშორისო დახმარების პაკეტი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად სჭირდება.
XS
SM
MD
LG