ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს 2021 წელს უკეთესი ტურისტული სეზონის იმედი აქვს 


2020 წელს ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ, საბერძნეთს წელს უკეთესი ტურისტული სეზონის იმედი აქვს და მოგზაურების მიღებას იწყებს. ტურისტულმა ობიექტებმა და კურორტებმა უკვე დაიწყეს მზადება სტუმრების მისაღებად. ამ დრომდე ქვეყანაში პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები არ შემსუბუქებულა.

"ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები, რათა მზად ვიყოთ სტუმრების მისაღებად, მაშინ როცა მთავრობა მწვანე შუქს მოგვცემს," - ამბობს ჯორჯ ცელიოსი "სან ბიჩ ჰოტელის" გენერალური მენეჯერი. როგორც ცელიოსი ამბობს, მის სასტუმროს ძირითადად გერმანიიდან, ავსტრიიდან და დიდი ბრიტანეთიდან სტუმრობენ.

როგორც ცნობილია, ქვეყანა დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს 14 მაისიდან შეამსუბუქებს, თუმცა საბერძნეთი ტურისტებს ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კარანტინის გარეშე მიიღებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი დაადასტურებენ, რომ არიან სრულად ვაქცინირებულები ან წარადგენენ კოვიდ19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხს.

საბერძნეთისთვის ტურიზმის სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული და ტურიზმის ინდუსტრიას ქვეყნის ეკონომიკაშიც დიდი როლი უჭირავს.

2020 წლის შემდეგ საბერძნეთში მხოლოდ 7.4 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა მაშინ, როცა 2019 წელს ტურისტთა რაოდენობა 31 მილიონს აჭარბებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG