ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენის ოლიმპიადამ საბერძნეთის ფინანსური კრიზისი დააჩქარა


Greece Olympic legacy

2580053

ოლიმპიური პარკი ათენში ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ადგილია. ჩიტების ჟრიამულს აქ ეგეოსის ზღვიდან - იშვიათად - გემის საყვირი თუ შეწყვიტავს ხოლმე. აქ ვერ ნახავთ მანქანებს ან ადამიანებს.

უკვე მერვე წელია - 2004 წლის ზაფხული ოლიმპიადისთვის მომზადებული ათენის ულამაზესი ოლიმპიური პარკი მიტოვებული, მოუვლელი და საზოგადოებისთვის დაკეტილი დიდი ტერიტორიაა.

ფარიკაობის მოედანი ახლა დაჟანგებული საწყობი გეგონებათ. ხელოვნური ტბა, რომლის აშენებაც მილიონობით დოლარი დაჯდა და რომელიც ნიჩბოსმობაში შეჯიბრებისთვის არხებს წყლით ამარაგებდა დღეს დამშრალია. პარკში ალაგ-ალაგ გამოუსადეგარ და ნახევრად დაჟანგებულ მილებსაც ნახავთ, რომლებიც ერთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო.

მანოლის ტიკრასი ათენის ოლიმპიური პარკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ გარეუბანი ჰელენიკონის მკვიდრია. ის 2004 წლის ოლიმპიადას საბერძნეთისთვის უდიდეს ნინანსურ დანაკარგად ახასიათებს:

მისი თქმით, ოლიმპიადის ფენომენის გამოყენება მხოლოდ პროდუქციის მოხმარებას მიეძღვნა, ანუ ყველა ცდილობდა შეექმენა რეკლამა იმისთვის, რომ რაღაცა გაეყიდა. ტიკრასის თქმით, ოლიმპიური თამაშები - საუბედუროდ - საბერძნეთისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგიმ ბერძნულ გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ათენის ოლიმპიადამ საბერძნეთის ფინანსური კრიზისი დააჩქარა.

საბერძნეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ოლიმპიადა ქვეყანას 11 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, ამაში არ შედის თანხები, რომლებიც ისეთი მასშტაბური პროექტების ვადაზე ადრე დასასრულებლად დაიხარჯა, როგორიცაა მაგალითად ახალი მეტროს, საკრინიგზო სისტემის, ახალი აეროპორტისა და გზატკეცილის აშენება.

ლუისა შარპი 2004 წელს ოლიმპიადის სოფტბოლის ( ქალების ბეისბოლის) მთავარი მსაჯი იყო. მისი თქმით, სახელმწიფო ოლიმპიური პარკის ნაგებობების გადარჩენას უნდა ეცადოს:

„ეს ნაგებობები ძალიან, ძალიან ლამაზია და ამასთან ძალიან ძვირად ღირებულიც. სამწუხაროა, რომ ვერავინ ახერხებს იმას, რომ ეს ყველაფერი შემოსავლის მოსატანად გამოიყენოს.“

შარპი აცხადებს, რომ ეკონომიკურ კრიზისის პარაკელურად ბავშვების სპორტით დაინტერესება უფრო და უფრო ნაკლებად ხდება;

„ოლიმპიადამდე ინტერესი ძალიან მაღალი იყო. თუმცა შემდეგ მნიშვნელოვნად დაქვეითდა. ეკონომიკურად ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს და მშობლებიც ცდილობენ ბავშვების ყურადღება უფრო მეტად მიმართონ სწავლისკენ და სპორტზე ფული და ძალისხმევა არ დახარჯონ.“

მთავრობას ოლიმპიური პარკის კერძო კომპანიებისთვის მიყიდვა უნდა. რამდენიმე მსურველი უკვე გამოჩნდა. მათ შორისაა ერთ-ერთი კომპანია ყატარიდან, რომელსაც ლიმპიური პარკის ტერიტორიაზე კაზინოებისა და სასტუმროების აშენება სურს. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე აშენდება პატარა აეროპორტი, რომელიც მცირე ზომის კერძო თვითმფრინავებისთვის იქნება განკუთვნილი.

მანოლის ტრიკასი სხვაგვარად უყურებს ოლიმპიური პარკის დანიშნულებას. მას და რამდენიმე მის მეზობელს პარკის ერთ-ერთ კუთხეში პტარა ბაღები აქვთ გაშენებული, სადაც ზეთისხილის ხეები აქვთ დარგული და რამდენიმენაირი ბოსტნეული აქვთ დათესილი.

ტიკრასის თქმით:

ასეთი მძიმე ფინანსური კრიზისის დროს თუნდაც ისეთი მცირე რაოდენობის მოსავლის მოყვანა, რომელიც მას ოლიმპიურ პარკში საკუთარ ბაღში მოჰყვას ოჯახის გამოსაკვებად კარგი საშუალებაა. კრიზისიდან გამოსასვლელად მხოლოდ აქტივების გაყიდვა საკმარისი არ არის. ამისთვის ჩვენი ერთმანეთისადმი თანადგომაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ლონდონი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ემზადება. ლონდონის თამაშები დიდ ბრიტანეთს დაახლებით 14 ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდება. ჰელენიკონის მკვიდრები კი ლონდონელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და იმედგამაცრუებელი ოლიმპიური გამოცდილების გაზიარებას სთხოვენ.

XS
SM
MD
LG