ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერძნული პოლიტიკა არჩევნების შემდეგ


საბერძნეთის რადიკალურმა მემარცხენე პარტია „სირიზა“ ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებას იწყებს, მას შემდეგ, რაც კონსერვატორებმა ვერ შეძლეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. საბერძნეთის კონსერვატიული მიმართულების „ახალი დემოკრატების“ ლიდერმა ანტონის სამარასმა გუშინ განაცხადა, რომ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება, რადგან მის წინადადებაზე სხვა პარტიების ლიდერებმა უარი განაცხადეს. „ახალმა დემოკრატებმა“ კვირას გამართულ არჩევნებში სხვა პარტიებთან შედარებით უყველაზე მეტი ხმა მიიღეს და მთავრობის ფორმირების უფლებაც მოიპოვეს. გუშინდელი მარცხის შემდეგ კი ეს შანსი პარტია „სირიზას“ მიეცა. მემარცხენე რადიკალები ევროკავშირის მიერ გამოყოფლი ფინანსური დახმარების პირობებს აპროტესტებენ და ქვეყნის ფინანსურ კრიზისში არსებულ მთავრობას ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG