ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა


საბერძნეთი დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა
საბერძნეთი დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა

დღეს საბერძნეთში დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები მთავრობის მიერ გატარებულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს აპროტესტებენ, რომელთა დანიშნულებაც სახელმწიფო დანახარჯების მასშტაბური შემცირებაა.

პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემსადენი გაზი გამოიყენა.

საბერძნეთში ეროვნული გაფიცვა დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ტრანსპორტის სფეროს თანამშრომლებს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ.

ქვეყანაში პარალიზებულია საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი და დახურულია სკოლები. გაფიცვის აქციას, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რიგით მე-7-ეა, დღეს ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. საბერძნეთში ამჯამად რადიო და სატელევიზიო საშუალებებით ახალი ამბები არ გადაიცმა.

XS
SM
MD
LG