ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთმა დახმარების ნაწილი მიიღო


ევროკომისია აცხადებს, რომ საბერძნეთის ეკონომიკის გადასარჩენად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი 18 მილიარდი დოლარი ადრესატმა უკვე მიიღო. ათენმა ათი მილიარდ ექვსასი მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების ვალი უნდა გაისტუმროს. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან კლოდ ჟუნკერმა განაცხადა, რომ მისი რწმენით ათენი სწორ გზას დაადგა. საბერძნეთის ეკონომიკურმა კრიზისმა ევროს ბრუნვის ზონის სხვა ქვეყნებსაც შეუქმნა საფრთხე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთის გადასარჩენად 145 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა გადაწყვიტეს.

XS
SM
MD
LG