ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ბანკებს კრიზისიდან გამოსვლის იმედი გაუჩნდა


საბერძნეთმა უმკაცრესი საბიუჯეტო შეზღუდვების პროექტები განახორციელა, სამსახურიდან გაათავისუფლა ათასობით სახელმწიფო მოხელე და შეამცირა პენსიები და ხელფასები.

საბერძნეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მიხაილის მასურაკისის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის სტიმულრებისთვის გაწერილი ფინანსური დახმარება ქვეყნის საბანკო სისტემაზე დადებით გავლენას იქონიებს.

მისი თქმით, „ეს დახმარება უდიდესი შვებაა ჩვენთვის. მისი გამოყენებით საბერძნეთის ბანკები შეძლებენ სესხები დროულად გადაიხადონ და სათანადო პროგრამები განახორციელონ იმისთვის, რომ საბერძნეთის ეკონომიკის მიმართ ნდობა აღდგეს.“

საბერძნეთმა უმკაცრესი საბიუჯეტო შეზღუდვების პროექტები განახორციელა, სამსახურიდან გაათავისუფლა ათასობით სახელმწიფო მოხელე და შეამცირა პენსიები და ხელფასები. ამ ზომების მიღება ათენს ევროკავშირმა მოსთხოვა 172 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG