ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება


საბერძნეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება
საბერძნეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, გეორგიუ პაპანდრეუს განცხადებით, ის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებს. ეს ნაბიჯი საგანგებო ეკონომიკური ზომების განხორციელებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით საბერძნეთს ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი 17 მილიარდიანი დახმარება მიეწოდება. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება გლობალურ ფინანსურ ბაზარს შემდგომ დესტაბილიზაციას ააცილებს თავიდან.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მხარდაჭერისთვის პარლამენტს მიმართავს და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას სთხოვს. ამის შესახებ გეორგეუ პაპანდრეუმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა.

ათენში მასობრივი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა. დღეს მმართველი პარტიის ორმა დეპუტატმა მთავრობის გაკრიტიკების შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს.

XS
SM
MD
LG