ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


საბერძნეთის პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საბერძნეთის პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც სახელმწიფო დანახარჯების მკვეთრ შემცირაბას ითვალისწინებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ასეთი ბიუჯეტის შემუშავება საბერძნეთს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

ბიუჯეტის კანონპროექტს პარლამენტი 5 დღის განმავლობაში განიხილავდა. ახალი ბიუჯეტი ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროებში სახელმწიფო დანახარჯებს მკვეთრად შეკვეცავს. გარდა ამისა, ქვეყანაში გაიზრდება გადასახადები.

ბიუჯეტის გასაპროტესტებლად ათენის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გარდა ამისა, ტრანსპორტის სფეროს თანამშრომლობმა მორიგი 24 საათიანი გაფიცვა მოაწყეს, რის გამოც ქვეყნაში ტრანსპორტი თითქმის მთლიანად პარალიზებულია.

XS
SM
MD
LG