ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ეროვნული ბანკის პროგნოზები


საბერძნეთის ეროვნული ბანკის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საბრძნეთი ევროს სავალუტო ბლოკიდან გავა, ეს მოსახლეობაზე დრამატულად იმოქმედებს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა არჩევნების მეორე რაუნდისთვის ემზადება, საბერძნეთის ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ევროზონიდან გასლვა მნიშვნელოვნად დაწევს ბერძენთა ცხოვრების დონეს. როგორც ქვეყნის მთავარი კრედიტორი აცხადებს, ბერძნები თავისი შემოსავლის ნახევარს დაკარგავენ, ხოლო ბერძნული ვალუტის ფასი 65%-ით დაიკლებს. ამასთან, ამავე ბანკის მონაცემებით გაიზრდება უმუშევრობა 21-დან 34%-მდე. რაც შეეხება ინფლაციას ის 2-დან 30 %-მდე მოიმატებს.

XS
SM
MD
LG