ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრემის პრემიის დაჯილდოვებამდე 11 დღე დარჩა


გამარჯვებულთა ვინაობა გალა კონცერტის მსვლელობისას გამოვლინდება

გრემის პრემიის დაჯილდოვების გალა კონცერტამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. რიგით 56-ე, ყოველწლიურ ცერემონიალზე მრავალი ვარსკვლავი მოიყრის თავს და მათგან სცენაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმეს ექნება. მათ შორის იქნებიან წლევანდელი გრემის ნომინანტები: ჯონი ლეჯენდი, მაკლემორი და რაიან ლიუსის დუეტი, ტეილორ სვიფტი, კიტ ურბანი და სხვ. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგებიან ჯგუფ „THE BEATLES”-ის წევრები რინგო სტარი და პოლ მაკარტნი. ეს უკანასკნელი საუკეთესო როკ სიმღერისთვის “Cut me some slack”, არის ნომინირებული. ასევე ჯგუფ „THE BEATLES”-ს გრემის პრემია ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

გრემის გალა კონცერტზე სადებიუტო გამოსვლა ექნებათ დუეტს მაკლემორის და რაიან ლიუისს, სარა ბარეილეს, ჯგუფებს „Masgraves” და „Starr”-ს.
მაკლმორი და რაიან ლიუისის დუეტი შვიდ სხვადასხვა კატეგოირიაშია წარდგენილი, მათ შორის წლის საუკეთესო კრებულის, სიმღერის, რეპ კრებულის, რეპ სიმღერის, საუკეთესო ვიდეოს, საუკეთესო რეპ შესრულებისთვის და დებიუტანტების კატეგორიაში.


4-4 ნომინაცია აქვთ ჯგუფ “Masgraves” და ტეილორ სვიფტს, რომელიც თვის მხრივ უკვე შვიდი გრემის პრემიის მფლობელია.

2-2 ნომინაცია აქვთ გრემის პრემიის ვეტერანს, 16ჯერ გამარჯვებულ პოლ მაკარტნის და დებიუტანტს სარა ბარეილის. ეს უკანასკნელი საუკეთესო კრებულისთვის და საუკეთესო პოპ სოლოსთვისაა ნომინირებული.

საუკეთესო R& B -ს კრებულისთვის წარდგენილია 9 გრემის პრემიის მფლობელი ჯონი ლეჯენდი და 4 გზის გამარჯვებული კიტ ურბანი, ამ უკანასკნელს ნომინაცია საუკეთესო ქანთრის დუეტისთვის მიენიჭა.

გამარჯვებულთა ვინაობა გალა კონცერტის მსვლელობისას გამოვლინდება. 82 კატეგორიიდან და თითოეულ კატეგორიაში 5 დასახელებული ნომინანტიდან შეირჩევა ერთი გამარჯვებული. მუსიკალური სამყარო დიდი დღესასწაულის მოლოდინშია. ლოს ანჟელესის სტეიპელსის ცნეტრი 26 იანვარს გალა კონცერტისთვის ემზადება. ტელე ტრანსლაცია ტელეკომპანია CBS-ის საშუალებით მოხდება, ასევე კონცერტის ხილვა შესაძლებელი იქნება გრემის ოფიციალურ ვებ გვერდზე GRAMMY.COM და CBS.COM-ზე.
XS
SM
MD
LG