ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრას ბენდების პოპულარობა ახალ ორლეანში


ახალ ორლეანში საუკუნეზე მეტია დაკვრა და ცეკვა ბრას ბენდების მუსიკის თანხლებით ხდება

ჯაზის დაბადება ახალ ორლეანს უკავშირდება. ადგილობრივ მაცხოვრებლებს თუ დაეკითხებით, ყველაფერი თრიმის უბანში, კერძოდ კი ე.წ. კონგოს სკვერიდან დაიწყო. დღეს სწორედ ახალ ორლეანის პოპულარულ ბრას ბენდებზე ვისაუბრებთ. ბრას ბენდები სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტებისგან შემდგარი ანსამბლებია.

თითქმის 300 წელია აფრო-ამერიკელები კონგოს სკვერზე მუსიკის დასაკრავად და საცეკვაოდ მიდიან. საუკუნეზე მეტია დაკვრა და ცეკვა ბრას ბენდების მუსიკის თანხლებით ხდება. ბენი ჯონსი თრიმ ბრას ბენდის ხელმძღვანელია.

„მას უკრავენ პარკებში, ბეკ სტრიტის კულტურის მუზეუმში, წმინდა ავგუსტინეს ეკლესიაში, ეს ყველაფერი ხდება ახალ ორლეანის კონგო სკვერში.“

ახალი ორლეანი ცნობილია არამარტო ჯაზ მუსიკით, არამედ აღლუმებით, კარნავალებით, ე.წ. მარდი გრასისი დღესასწაულით და დასაფლავების უჩვეულო მუსიკალური მსვლელობით. როდესაც ახალი ორლეანის ჯაზ მუსიკა ქუჩებში გადის, მოსახლეობა მას „მეორე ხაზის“ მუსიკას უწოდებს. ეს დასახელება ბენი ჯონსის განცხადებით, დასაბამს სამხედრო მუსიკიდან იღებს.

„ბენდი ჯარს უკან მიჰყვებოდა, ამიტომაც ბრას ბენდებს „მეორე ხაზი“ შეარქვეს. ეს ძირითადად იყო მარშირების მუსიკა. ქუჩებში გადანაცვლებისთანავე შეიცვალა მათი რითმი, მუსიკაში ახალ ორლეანული რითმი ჩაიდო.“

სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტებისგან შემდგარი ანსამბლები ანუ ე.წ. ბრას ბენდები „მეორე ხაზის“ მარშირების მუსიკას უმეტესწილად სასაფლაოზე უკრავენ.

„ნებისმიერ დროს, როდესაც ბენდი ტოვებს სასაფლაოს ან ეკლესიას, ახალი ორლეანის ტრადიციული ჯაზ მუსიკა გაისმის. თუ გარდაცვლილი მოხუცია, ხდება ტრადიციული ჯაზ ბრას მუსიკის დაკვრა. ახალგაზრდების შემთხვევაში უფრო ტემპიანი მუსიკა გამოიყენება და ძირითადად უფრო ახალგაზრდულ ბენდს იწვევენ.“ აცხადებს ბენი ჯონსი.

ქარიშხალმა „კატრინამ“ 2005 წელს ახალ ორლეანს დიდი ზიანი მიაყენა. ყველაზე მეტად კი ცნობილი თრიმის უბანი დაზარალდა. ბენი ჯონსს და მისი ბენდის დიდ ნაწილს ახალი ორლეანის დატოვება და არიზონში გადაბარგება მოუწიათ. ახალა თრიმის უბანი ნელ-ნელა იბრუნებს ტავის პირვანდელ იერსახეს დაბენი ჯონსს იმედი გაუჩნდა, რომ ტრადიცია კვლავ გაგრძელდება.

ახალი ორლეანის მუსიკა დღესაც ევოლუციას განიცდის. ახალგაზრდების ბრას მუსიკით დაინტერესება კვლავ დიდია. თავიანთ მუსიკაში, ტრადიციულთან ერთად ისინი თანამედროვე ელემენტებს ურთავან. აქ შეიძლება შევხვდეთ რეგეისაც და ჰიპ-ჰოპსაც. მთავარია, რომ ყველა ეს ჟანრი საკმაოდ რითმულია და აღლუმებზე, კარნავალებზე და სხვა ღონსიძიებებზე მარშირებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავია.
XS
SM
MD
LG